რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან ერთად უკრაინის საკითხი განიხილეს.
„რაც შეეხება უკრაინას, უკრაინის საკითხი განვიხილეთ. ვერ ვიტყვი, რომ დეტალურად განვიხილეთ. რაც შეეხება უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანებას, ეს საკითხი გაკვრით განვიხილეთ. განსახილველი არც არაფერია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ჯო ბაიდენი ეთანხმება იმას, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მინსკის შეთანხმებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.
„ჩვენ უკრაინის მიმართ მხოლოდ ერთი ვალდებულება გვაქვს - ხელი შვუწყოთ მინსკის შეთანხმებების შსრულებას. თუ უკრაინული მხარე მზად არის ამისთვის, ჩვენ ამ გზას გავყვებით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.