„კაცი არსაიდან“ - გახარია ფსონს დასავლეთზე დებს, მაგრამ დადებს თუ არა დასავლეთი ფსონს მასზე, თვითმმართველობის არჩევნები დაგვანახებს

„კაცი არსაიდან“ - გახარია ფსონს დასავლეთზე დებს, მაგრამ დადებს თუ არა დასავლეთი ფსონს მასზე, თვითმმართველობის არჩევნები დაგვანახებს

დადებს თუ არა დასავლეთი ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე ფსონს და რა შემთხვევაში მოხდება ეს? როგორც გახარიას პოლიტიკაში მეორედ დაბრუნებიდან ჩანს, ის მხოლოდ შიდა პოლიტიკური დივიდნედების მოპოვებას არ შეეცდება და აქტიურად იმუშავებს ამერიკის და ევროპის მხადაჭერის მოსაპოვებლად. ყოფილი პრემიერი დროს არ კარგავს, ჯერ საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკელ მაღალჩინოსანს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, შემდეგ კი 15 ივნისს ბრიუსელში ჩავიდა და ევროპარალმენტარებთან შეხვედრებს ამ დრომდე მართავს.

როგორც ჩანს, დასავლეთში ფიქრობენ, რომ საქართველოში 7-თვიანი პოლიიტკური კრიზისის ფონზე, გახარიამ, შესაძლოა, საქართველოში არსებულ ძალთა ბალანსის რღვევას ხელი შეუწყოს და, შესაბამისად, კოალიციური ხელისუფლების მოსვლისა და ქვეყნის დემოკრატიზაცია–მოდერნიზაციის შანსები გაზარდოს.

პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობას“ შერწყმული პოლიტიკური ოპოზიცია, ისტერიული აგრესიულობით, შეიძლება ითქვას, პიკს აღწევს. ამ დროს, გახარიას პირველი მესიჯები, რომ ის იბრძვის სახელმწიფოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ, რომ საჭიროა ინსტიტუტების მშენებლობა და განმტკიცება, რომ უნდა დასრულდეს ქვეყნისთვის დამანგრეველი პოლარიზაცია და დაპირისპირება, ყველანაირი თვალთახედვით იყო აბსოლუტურად გააზრებული არა მხოლოდ შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საგარეო მიმართულებითაც. ეს სულისკვეთება მოეწონებოდა არა მხოლოდ „ოცნების“ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, არამედ ე. წ. შუაშისტურ სეგმენტსაც, რომელსაც არც ხელისუფლება უნდა და არც არსებული ოპოზიცია. ასევე ამერიკას და ევოპას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ საქართვეელო როგორც პარტნიორი ქვეყანა შეენარჩუნებინათ.

გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ბრიუსელში 15 მაისს გაემგზავრნენ და შეხვედრები ექნებათ როგორც ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ასევე ნატო-ში.

ამასთან, შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

გახარია ბრიუსელში ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს უკვე შეხვდა. მარინა კალიურანდმა და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესები და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს.

„გიორგი გახარიამ მარინა კალიურანდს საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლად შექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე გახარიამ და კალიურანდმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

გახარია ბრიუსელში ასევე ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთო-ს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, მიხაილ ზიბერტს შეხვდა, რომელსაც პარტიის პოლიტიკური გეგმების შესახებ ესაუბრა და ასევე, განიხილეს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითვმმართვრელობის არჩევნები.

მაშ ასე, „კაცი არსაიდან“ უკვე პოლიტიკაშია, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ამინდი შექმნას. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას ფიგურა დასავლეთისთვის საკამოდ მისაღებია და ამიტომ მისი ბრიუსელში გამგზავრება გასაკვირი არ არის.

„გახარიას ევროპელები და ამერიკელები ხმების აღებაში ვერ დაეხმარებიან, მაგრამ თუკი ის 5%-იან ბარიერს გადალახავს და ორნიშნა ციფრზე ავა, მას მხარდაჭერა ამერიკიდანაც და ევოპიდანაც ექნება. გაგიკვირდებათ და მისი თანამდებობაზე დაბრუნების წინააღმდეგი არც რუსეთი იქნება. ასე რომ, საგარეო ფაქტორი გახარიასთვის პრობლემატური არ არის. საშინაოსგან განსხვავებით, მას საქმე საგარეო მიმართულებით უფრო მარტივად აქვს, რადგანაც ყველასთვის მისაღები ფიგურაა.

თუ დააკვირდებით ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ოპოზიციას არ შეხვდა. ადრე რომ იყო ჩამოსული, ის ყველას ერთად შეხვდა, ახლა კი, გიორგი გახარიასთან ინდივიდუალური შეხვედრა გამართა. ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. არაა გამორიცხული, რომ დასავლეთისთვის მისი ფიგურა მისაღები იყოს. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან „ნაციონალების“ რიტორიკა ბოლო 7 თვის განმავლობაში საგარეო მიმართულებით საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება. უბრალოდ, გახარიაზე ამერიკა და ევროპა თვითმმართველობის არჩევნებამდე ფსონს არ დადებენ. მას შორიდან დააკვირდებიან და მის სამომავლო გეგმებს გაიგებენ. ფაქტია, რომ გახარიას პრემიერობის დროს დასავლეთთან კომუნიკაცია ჰქონდა და ამ მიმართულებით ხელისუფლებისთვის ის კიდევ დამატებით პრობლემას წარმოადგენს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

რაც შეეხება გახარიას მიმართ დასავლეთის მხრიდან წამოსულ განწყობებს, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გახარიას ჯერ აკვირდებიან, თუმცა სიმპატიები არ აქვთო, ვერ ვიტყვით. გახარიაზე ამერიკა და ევროპა ჯერ თვითმმართველობის არჩევნებამდე ფსონს არ დადებს. როგორც კი დაინახავენ, რომ მან რაღაცა მნიშვნელოვანი ხმების ნაწილი აიღო, რა თქმა უნდა, ოპოზიციის არასწორი ტაქტიკის გამო, ფსონი მასზე დაიდება. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ გახარიას ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გუნდია, რომელიც პოლიტიკოსების, ჟურნალსიტების და სხვადასხვა ისეთი სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული არ არის, რომლებსაც თავისუფალი აზროვნება შეუძლიათ. ის დასავლელ პარტნიორებთან ამაზე არჩევნებამდე არ საუბრობს, რადგან მასზე დარტყმა ჯერ საჭიროდ არ მიაჩნია. თუმცა, თუკი ის კადრების ამ მიმართულებით დაკომპლექტებას გააგრძელებს, უკმაყოფილება დასავლეთშიც გაჩნდება.

„გიორგი გახარია გუნდს ჯერჯერობით ძალოვანი წარმომადგენლებისგან აკომპლექტებს. სავარაუდოდ, მას ისინი ადგილობრივი არჩევნებისთვის სჭირდება, მაგრამ გუნდის გადახალისება აუცილებლად დასჭირდება, რადგანაც ამ ხალხით ხელისუფლებაში დაბრუნება საშიშია. ის ვერ იქნება დემოკრატი ლიდერი, თუ გუნდში თავისუფალ აზროვნებას შეჩვეული ხალხი არ ეყოლება და უსიტყვო მორჩილებას შეჩვეული საჯარო მოხელეები ეყოლება. რა თქმა უნდა, ოპოზიციურ ველზე განვითარებული მოვლენების ფონზე გიორგი გახარია დასავლეთისთვის ძალიან საინტერესო ფიგურაა. მას ჯერ აკვირდებიან და როგორც კი ადგილობრივ არჩევნებში ხელშესახებ შედეგს აჩვენებს, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი ძალიან ცუდ სიტუაციაშია. განსაკუთრებულ ღრმა კრიზისში „ნაციონალური მოძრაობაა“, ამიტომ ევროპაც და ამერიკაც დასაყრდენს ეძებს. ჯერჯერობით მის კადრებთან და გუნდთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებთან არ ვსაუბრობ, თუმცა თუ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გადახალისება არ მოხდება, რა თქმა უნდა, ამაზე ღიად ვისაუბრებ. ძალოვანი სტურქტურის ყოფილი თანამშრომლებით ხელისუფლებაში მისი დაბრუნება საშიში და დაუშვებელია“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

 

არაგველი641 მე იმედი გამიჩნდა, რომ მოჯადოებულ პოლიტიკურ წრეში გარღვევა იწყება. ჩვენი მოსახლეობა გაჭირვებაში არ მიატოვებს გახარიას და მხარში დაუდგება. წინ საინტერესო პროცესები გველის, იქნებ და მართლა გვეშველოს რამე!
3 წლის უკან
Serapina პირიქით, დასავლეთმა უკვე დადო ფსონი მასზე! ...იმაზე ადრე, ვიდრე ჩვენ გავიგეთ, ან გავიგებთ...
სხვაგვარად, გამოდის რომ გახარიას სახელმწიფო კი არა, როგორც ოტია იტყოდა, ორი ბატი არ მიებარება!
ვინც დასავლეთის „მკურნალობის მეთოდებს“ იცნობს, დამეთანხმება...
ასე იყო, როცა მიშამ გვიხსნა, მერე ბიძინამ გვიხსნა... იცის დასავლეთმა კოზირების ამბები!
ბოდიშით, თუ ვინმეს იმედებს ცუდად ვეხები.
პ.ს. ჩვენი ბატონები, სულ ჩვენი გახედვნით იყვნენ დაკავებული.
წინას, მაინც მოერია ერის გონიერი ნაწილი... ახლანდელს, დიდი არაფერი დარჩა საბრძოლო... რაღა გახედვნა გვინდა, ბავშვები სკოლაში არაფრისთვის დადიან...წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვთ, ხოლო კრიტიკული აზროვნება რა არის, მასწავლებელმა არ იცის და ბავშვს როგორ ასწავლოს?!
არჩევნები რომ რამეს ცვლიდეს, არ იარესებებდაო... (დაახლოებით… მგონი ჩერჩილმა თქვა).
3 წლის უკან
არაგველი641 Serapina - ბოდიში, მაგრამ შემოგვთავაზე რამე, რომ გისმინოთ! ამას წინათ, ერთი კაცი მოკლეს, შვილი კი გაიქცა და თავი ჩამოიხრჩო. თქვენც ამას გვთავაზობთ? აღარ ვიბრძოლოთ? აღარ ვიაზროვნოთ? როგორც მოსახლეობის რაღაცა ნაწილი ალბათ არჩევნებზე არც თქვენ წახვალთ და არც სხვას მოუწოდებთ წავიდნენ!
ვაი საცოდაო საქართველო!
3 წლის უკან