ინდოეთში, მიზორამის შტატში გარდაიცვალა კაცი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის პატრიარქად ითვლებოდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 76 წლის ზიონა ჩანა რელიგიური სექტის ლიდერი იყო, რომელიც პოლიგამიას ემხრობოდა. მას 38 ცოლი, 89 შვილი და 36 შვილიშვილი ჰყავდა. არსებული ცნობებით, ჩანას დიაბეტი და ჰიპერტენზია აწუხებდა. კაცი საკუთარ სახლში იყო, როცა ცუდად გახდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამასთან, არ არის დადასტურებული, რომ ჩანა მსოფლიოში ყველაზე დიდი ოჯახის უფროსი იყო, რადგან მისი ოჯახის წევრების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, მას 39 ცოლი, 94 შვილი, 33 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი ჰყავდა.