ალჟირში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ალჟირში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ალჟირში, საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო უბნები გაიხსნა. ქვეყნის პრეზიდენტი, აბდელმაჯიდ ტებუნი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, არჩევნებზე აქტივობა მაინც დაბალია, - წერს Reuters-ი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მთავარი ძალაუფლება ჯარისა და უსაფრთხოების ძალების ხელშია.

„არჩევნები ვერაფერს შეცვლის, მასში მონაწილეობას არ მივიღებ. ჩვენი პარლამენტი უძლურია”, - ამბობს მედიასთან ერთ-ერთი ადგილობრივი.