აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოახლოებულ შეხვედრას ეხმაურება.
„წარმატებებს ვუსურვებ ბაიდენს პრეზიდენტ პუტინთან ურთიერთობისას. არ ჩაგეძინოს შეხვედრის დროს და გთხოვ, პუტინს ჩემგან გულითადი მოკითხვა გადაეცი!“ - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება.