დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად მუშაობა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს.
ბორის ჯონსონის თქმით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას დიდ ბრიტანეთთან ერთად ბევრი რამის გაკეთება სურს, მათ შორის ისეთ საკითხებზე როგორიცაა ნატო და კლიმატის ცვლილება.
„შესანიშნავი მოლაპარაკებები გვქონდა. უამრავი თემა განვიხილეთ. ერთად უკეთეს ურთიერთობებს ავაშნებთ. შესანიშნავია ჯო ბაიდენის მოსმენა, რადგან ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი რამის გაკეთება სურს. ეს ეხება უსაფრთხოების სფეროს, ნატოს, კლიმატის ცვლილების თემას. ეს ფანტასტიურია. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.