დიდ ბრიტანეთში დღეს დიდი შვიდეულის სამიტი იწყება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების სხვა ლიდერები და ასევე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პანდემია იქნება. სამიტის დაწყებამდე ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდა.
დიდი შვიდეულის სამიტი კორნუოლში ორი დღეს გაგრძელდება.
.