ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, საიდანაც მისი ევროპული ტურნე იწყება. ჯო ბაიდენს თან ახლავს აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტის რვადღიანი ევროპული ტურნე 10 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან შეხვედრით დაიწყება.

ჯო ბაიდენი ასევე შეხვდება დიდი ბრიტანეთის დედოფალს. ის ასევე მიიღებს მონაწილეობას G7-ის, ნატოსა და აშშ-ევროკავშირის სამიტებში, ხოლო 16 ივნისს ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.