ნიკოლ ფაშინიანის შვილი აცხადებს, რომ მზად არის, აზერბაიჯანს ჩაბარდეს, თუ ყველა დატყვევებულ სომეხ სამხედროს გაათავისუფლებენ

ნიკოლ ფაშინიანის შვილი აცხადებს, რომ მზად არის, აზერბაიჯანს ჩაბარდეს, თუ ყველა დატყვევებულ სომეხ სამხედროს გაათავისუფლებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის შვილმა, აშოთ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის, აზერბაიჯანს ჩაბარდეს, თუ ყველა დატყვევებულ სომეხ სამხედროს გაათავისუფლებენ.

„მზად ვარ, აზერბაიჯანში გავემგზავრო იმ პირობით, რომ ყველა დატყვევებულ სომეხ სამხედროს გაათავისუფლებენ. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ამ თემით სპეკულირებს, თუმცა სამშობლოს სამსახურში ყოფნა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მე და ჩემი ოჯახი“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანის შვილმა.

8 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარი ვაჟი აზერბაიჯანში დატყვევებულ ყველა სომეხ სამხედროზე გაცვალოს.

მანამდე სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, თავისი შვილი გადასცეს აზერბაიჯანს და მის ნაცვლად დაიბრუნოს 20-25 სამხედრო ტყვე.

„ოფიციალურად ვეუბნები ალიევს: ჩემს შვილს ტყვეების სანაცვლოდ გთავაზობ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს არა ემოციური, არამედ ოფიციალური განცხადებაა და ოფიციალურ პასუხს ელოდება.