„ქართველი ხალხი ყველას სახეში შეაფურთხებს, ვინც ამ ე.წ. პარლამენტში შევა“, - ეს მიხეილ სააკაშვილის განაცხადებაა, რომელიც მან მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის შესაძლო შესვლის პრევენციისთვის გააკეთა. თუმცა 8 მაისს პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ შესვლის არ შერცხვენია და საკანონმდებლო ორგანო ენმ-ის 32 დეპუტატმა ყველანაირი დისკომფორტის და სინდისის ქენჯნის გარეშე შეაღო.
თავის დროზე, ნიკა მელიაც ამბობდა, რომ ოპოზიციიდან ვინც პარალმენტში შესვლას გაბედავდა, ის უბრალო ნივთი ან პუფი იქნებოდა, ხოლო „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტიდან ფეხით გამოთრევით ემუქრებოდნენ. 8 მაისს პარალმენტში მისულ მელიას ჟურნალსიტის მიერ დასმულ კითხვას - გრძნობს თუ არა ის თავს პუფად, მელიამ კომენტარი არ გააკეთა.
ასე რომ, ყველაზე „პრინციპული, შეუპოვარი და მებრძოლი“ პარტია, რომელიც არც ერთ სიტყვას არ ღალატობს უკვე „არალეგიტიმურ“ პარალმენტში იმყოფება. მოქმედებს ისე, როგორც მის პარტიას და მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება - ქუჩაში მარტო დარჩენილი ნაციონალები, ევროპიდან თუ ამერიკიდან, ორმხრივ ცეცხლში მოექცნენ და უკვე უჭირდაღ იმის მტკიცება, რომ რუსული სცენარით არ თამაშობდნენ.
ნაციონალებს, რომლებმაც ქუჩაში 7-თვიანი ბრძოლის მიუხედავად, არჩევნების გაყალბება ვერ დაამტკიცეს, ვერც ნიკა მელიას პატიმრობამ უშველა, რის შემდეგაც იძულებული გახდნენ, ყველა ღირებულებებისთვის და პრინციპებისთვის ხელი ეკრათ და თავქუდმოგლეჯილი პარალმენტში გაქცეულიყვნენ. ამ ეტაპზე, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე ისევ უარს აცხადებენ, თუმცა მათი პოლიტიკური „პრინციპულობიდან“ გამომდინარე, შესაძლოა, ეს უარიც დიდხანს არ გაგრძელდეს.
და მაინც, რატომ შევიდა „ნაციოანლური მოძრაობა“ პარალმენტში? - ნაწილი ამბობს, რომ მე-10 მოწვევის პარალმენტის დასაშლელად, ნაწილი კი მიზეზად მუშაობას ასახელებს. თუმცა პარლამენტის ლეგიტიმურობას მაინც არ აღიარებენ. „ოცნება“ კი თავის მხრივ ნაციონალებს პირდება, რომ კუთხეში მუდმივად თავჩაღუნულები იდგებიან.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ საქართველოს, ერთმანეთის მიყოლებით, ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სტუმრობენ, რომლებსაც საქართველოზე გული შესტკივათ. ამიტომ მათი შეხედულება საინტერესო იქნება როგორ უყურებენ ენმ-ის განცახდებებს, რომლებიც ერთი მხრივ შარლ მიშელის დოკუმენტს იყენებენ, რათა მელია ციხიდან გამოვიდეს და მართლსაჯულებას ხელიდან დაუსხლტეს და მეორე მხრივ, მას ხელს არ აწერენ. ანუ ტორტის ერთობლივ გაჭრაზე უარს ამბობენ, მაგრამ მის ზემოდ დალაგებულ მარწყვებს მიირთმევენ.
ქართველიშვილი ამბობს, რომ იმის მაგივრად, პასუხისმგებლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ და ევროპელი კოლეგების წინაშე ვალდებულება ეგრძნონ, პოზაში დგებიან და დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარს ამბობენ. ამნისტიის კანონს ბლოკავენ, რომელიც შეიძლება თავად „ოცნებასაც“ გულზე დიდად არ ეხატებოდეს, თუმცა აღებული პასუხისმგებლობის შესრულება უნდათ. ამ ფონზე კი ენმ-ის განცახდება, რომ პარლამენტში შედიან და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ, დიდი უნამუსობაა. ანალიტიკოსი კითხულობს, მაშინ ხელფასს რაღატომ იღებენ ან დაფინანსებას, ის ფულიც ყალბია?
„ძალიან მინდა მათი პარალმენტში მუშაობის რაიმე კონსტრუქციული როლი ვნახო, გნებავთ წარსულიდან და გნებავთ დღევანდელობიდან. არ მახსოვს, რომ „ნაციონალებს“ სახელმწიფო ამოცანების გადაწყვეტაში რამე კონსტრუქციული მიდგომა ჰქონოდათ და პირადი ინტერესები გვერდით გადაედოთ. ახლაც პარლამენტში იმიტომ შევიდნენ, რომ მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული გეგმებიდან ამოდიან. ქუჩაში მარტო დარჩენილებს, უბრალოდ, სხვა გზა არ ქონდათ და აბა, რა ექნათ. როგორც დასავლეთის, ასევე საზოგადოების თვალში პოლიტიკურად კოტრდებოდნენ და ახლა ამ დესტრუქციულ ქცევას პარლამენტში განაგრძობენ.
7 თვე ქუჩაში იყვნენ და პარლამენტს მიღმა რაიმე სახელმწიფოებრივი გაუკეთებიათ? ქვეყნის ჯანჯღარის და უკან დაწევის მეტი არაფერი უქნიათ. სოციალურ პოლიტიკასთან ან ჯანდაცვის საკითხებთან მიმართებაში რამე სერიოზული შენიშვნები ჰქონიათ, უბრალოდ, რომ ეთქვათ, ამ პარლამენტს არ ვცნობთ, მაგრამ ქვეყანაზე გული შეგვტკივა და რჩევებს გთავაზობთო? - მსგავსი არაფერი ყოფილა. ამ ხალხს ქვეყნის და ხალხის ბედი არ აღელვებთ. ამიტომ ამ მავნებლობას ახლა საკონსტიტუციო ორგანოში განაგრძობენ. კარგი ისაა, რომ ოპოზიცია მიხვდა ესენი ვინც ბრძანდებიან და მათი სექტა ამომრჩეველიც ამაში მალე დარწმუნდება, თუ მათი დიდი ნაწილი უკვე გაქცეული არაა“, - ამბობს for.ge-სთან ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ რასაც პროგნოზირებდნენ, ის ახდა. ანალიტიკოსი for.ge-სთან აცახდებს, რომ ამას დიდი წინასწარმეტყველება არ უნდოდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეშინებული, დარცხვენილები პარლამენტის გვერდითა და უკანა კარებიდან რომ შეიპარებოდნენ, ნათელი იყო. „ნაცმოძრაობის“ კოლექტიური სახელი პუფი გახდა, რომელიც ფეხების დასაწყობად ან დასაჯდომად გამოიყენება და ენმ-იც ქართულ პოლიტიკაში სწორედ ამ ფუნქციად იქცა. ყველაფერი უკან ისე შემოუბრუნდათ, რასაც სხვებზე ამბობდნენ.
„ღიმილის მომგვრელია მათი პარლამენტში ვითომ შესვლის მოტივაცია, რომ ივანიშვილს სიცოცხლე უნდა გაუმწარონ და ვითომ გაყალბებული და არალეგიტიმური პარალმენტის ლეგიტიმაცია მოახდინეს. თუ არ ცნობდნენ, რატომ შევიდნენ? ამ პარტიას პრინციპულობა, ადეკვატურობა და თანმიმდევრულობა არ გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ ყველანაირად გაკოტრებულები არიან, განსაკუთრებით კი დასავლეთის თვალში, ყურადღების მისაქცევად მორიგ საცირკო ნომრებს მოაწყობენ. იქნება გარკვეული დებოშის მოწყობის მცდელობა, რაც ამ პარტიას კიდევ უფრო დასაცინს გახდის. ასევე მათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევთ. გუშინწინ კიდევ ერთი დასავლელი მაღალჩინოსანი იყო და პირდაპირ უთხრა, რომ ხელი უნდა მოაწეროთ, სხვაგვარად საქართველოს რეფორმირება და წინსავლა შეუძლებელიაო“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში სურლიად სხვა პოლიტიკური რეალობა და მოცემულობაა. „ნაციონალური მოძრაობა“ რეალობას ვერ აღიქვამს. ყველაზე სერიოზული და საინტერესო ბრძოლა იქნება, რაც კი აქამდე ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარებულა. ამიტომ ახლა ყველა ამომრჩევლის გულის მოგებაზეა გადასული და საზოგადოების პრობლემებზე ორიენტირება უნდა მოხდეს. ამ ცირკაობით კი „ნაციონალები“ წინ ვეღარ წავლენ. ხალხს მათი მასხარაობა ყელში ამოუვიდა. პარლამენტთან მყოფი ახალგზარდების მცირე ჯგუფისაც კი შეეშინდათ, რომლებიც მათ პარლამენტში შესვლას აპროტესტებდნენ და უკანა კარებიდან შეიპარნენ.
სტერილურად არიან გასუფთავებული სირცხვილ-ნამუსისაგან და არასოდეს არაფრის გამო თავს უხერხულად არ გრძნობენ!.. (ზუსტად ისევე, როგორც მათი ბელადი).
ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა
9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო.
„არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა. 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რანაირი კანონიც არ უნდა წარმოადგინოთ ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი მარტივად იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა იმ სახის შენარჩუნება, რაც დარჩა ამომრჩეველთან. იმისთვის სჭირდება ამ ჩანაწერის ამოღება აქედან. სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ! სხვათაშორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამინი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ - რატომ ვაპატიეთ მათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ?! ეს არის მთავარი კითხვა. და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე! გადადით კორექტულ ლაპარაკზე და თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ, ძალიან გთხოვთ!“ - მიმართა ირმა ზავრადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.