„გახარია თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნებას“ ხმებს წაართმევს, მაგრამ ვადამდელის შემდეგ, შეიძლება კოალიციურ მთავრობაზეც იფიქრონ“

„გახარია თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნებას“ ხმებს წაართმევს, მაგრამ ვადამდელის შემდეგ, შეიძლება კოალიციურ მთავრობაზეც იფიქრონ“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სკანდალური განცხადების შემდეგ, მმართველი გუნდის კიდევ ერთმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მიუძღვნა გიორგი გახარიას წერილი. „თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი“, - წერს ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილს არც გიორგი გახარია ჩამორჩა და მან ყოფილ ლიდერს, ასევე სოციალური ქსელით უპასუხა. „ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ“.

ივანიშვილი-გახარიას „სიტყვა-პასუხს“ for.ge-სთან, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, პარტია „სტარტეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე აფასებს.

პაატა მანჯგალაძე: ბიძინა ივანიშვილის განცხადებას რაც შეეხება, როგორც ჩანს, აღნიშნული განცხადება პოლიტიკურმა დამრიგებლებმა დაუგეგმეს, რათა გახარიას გაემიჯნოს. გაემიჯნოს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ სახელით სჩადიოდა. ბიძინა ივანიშვილმა რაც არ უნდა მოინდომოს, პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს, რამდენი პრემიერ-მინისტრიც არ უნდა შეიცვალოს. ყველა საკითხზე, რაზეც გახარია, როგორც პრემიერი პასუხს აგებდა, პასუხს აგებს ივანიშვილიც. არანაირი გამიჯვნა არ გამოვა.

გახარია და მისი გუნდი ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას - ერთი მხრივ ისინი ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ კორექტულები იყვნენ, მეორე მხრივ ცდილობენ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებაში შევიდნენ, პირდაპირ გეტყვით, არ გამოვა. იმ პრობლემებზე, იმ გადაცდომებზე და დანაშაულებზე ღიად საუბარს თუ არ დაიწყებენ, ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკაში თავის დამკვიდრება.

თქვენ თქვით, რომ ბიძინა ივანიშვილს განცხადება პოლიტიკურმა დამრიგებლებმა დაუწერეს, ვის გულისხმობთ დამრიგებლებში?

- „ქართული ოცნება“ ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ამას პოლიტიკური ეროზია ჰქვია. „ქართულ ოცნებაში“ ეს ეროზია დიდი ხანია დაწყებულია, შეკოწიწებას ხელოვნურად ცდილობენ, მაგრამ რაც მოუვიდა „მოქალაქეთა კავშირს“, რაც მოუვიდა სხვა პარტიებს, იგივე ბედს გაიზიარებენ. შიდა სახელისუფლებო ჩამოშლა „ქართულ ოცნებაში“ გარდაუვალია. ხელოვნურად ამას ვერავინ შეაჩერებს.

ბიძინა ივანიშვილს გიორგი გახარიამ უპასუხა. ექს-პრემიერის თქმით, ის ჭორებს არ აყვება, არ წავა არავის წინააღმდეგ და ისე გააგრძელებს ბრძოლას. როგორ ფიქრობთ, გახარიამ ივანიშვილს ასე რბილად რატომ უპასუხა?

- პოლიტიკური ანალიტიკოსი არ ვარ, პოლიტიკურ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელს“ წარმოვადგენ, ამიტომ ობიექტური ვერ ვიქნები, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს. თუმცა, წესიერი ადამიანის სუბიექტური განცხადებაც, გარკვეულწილად ობიექტურია. ვფიქრობ, გახარიას სტრატეგიაა, რომ ერთი მხრივ არ გააღიზიანოს ბიძინა ივანიშვილი და ხალხმა იფიქროს, რომ ის ივანიშვილის პროექტია, მაგრამ ეს არ ემსახურება „ქართული ოცნების“ იმ გუნდის ინტერესს, რომელსაც ირაკლი კობახიძე წარმოადგენს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს სცენარი ჩაიშალოს. ვაცადოთ „ქართული ოცნების“ წევრებს, გუნდის შიგნით დაალაგონ, კარგად გაერკვნენ ვინ-ვინ არის და ამის შემდეგ, შეფასებები უფრო სწორი იქნება.

ეს პოლიტიკური კინკლაობა გასაგებია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში ხალხი სად ჩანს ან, გახარიას განცხადებაში? ეს არის მთავარი პრობლემა - ხალხი სად არის!

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია მისი პროექტი არ არის. თქვენ ამის გჯერათ?

- გახარიას ქმედებები ამ კითხვაზე გასცემს პასუხს. ამიტომ არ ვიჩქაროთ, ყველაფერზე გვექნება პასუხები. რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრება მაქვს, ვისი პროექტია და ვისი არ არის.

იქნებ თქვენი მოსაზრების შესახებ გვითხრათ...

- პოლიტიკა ინტერესებისა და კომპრომისების სივრცეა, ჰოდა, გახარია „ქართული ოცნების“ რეიტინგული პრემიერ-მინისტრი იყო და ყველაფერს ცდის - რატომაც არა. „ქართული ოცნებისა“ და გახარიას გეგმები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა. გახარია თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნებას“ ელექტორატს რომ წაართმევს, ის საერთო ოპოზიციის ყულაბაში ჩაიყრება, აქ ინტერესები არ ემთხვევა, მაგრამ მეორე ნაბიჯს რაც შეეხება, ვადამდელი არჩევნები თუ ჩაინიშნა, აქ უკვე შეიძლება მოკავშირეები იყვნენ და კოალიციურ მთავრობაზეც იფიქრონ.

ხომ არ ფიქრობთ, რომ დღესაც ფარული კოალიცია აქვთ და ეს დაპირისპირება პიარ-კამპანიის ნაწილია?

- შეთქმულების თეორიები არ მიყვარს. ინტერესების მიხედვით შევხედოთ - გახარიას პარტიის აქტივობა თვითმმართველობის არჩევნებზე, „ოცნების“ ინტერესში არ შედის, რადგან ხმებს ართმევს და ამით აზიანებს. თუმცა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, გახარიას პარტიის აქტივობა კარგია, რადგან ის ხმები, რომელიც მმართველი გუნდიდან ჩამოიშლება და ექს-პრემიერი ამ ხმებს ისევ „ოცნებასთან“ მიიტანს, ეს კარგი იქნება „ოცნებისთვის“ და შესაძლოა, კოალიციაზეც შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა გიორგი გახარია მეხუთე პრემიერი იყო, რომელიც გადადგა. თუმცა, აქამდე ბიძინა ივანიშვილს არც ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კვირიკაშვილი გადადგომის შემდეგ, ივანიშვილის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. როგორ ფიქრობთ, ახლა რამ გააღიზიანა ივანიშვილი და რატომ გააკეთა გახარიას მიმართ ასეთი კრიტიკული განცხადება?

- ეს არის პოლიტიკური პიარის ნაწილი. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ გახარიამ ბევრი ხმა არ წაართვას. ჩვეულებრივი პიარის ნაწილია. რაც შეეხება დანარჩენ ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, მათ პოლიტიკური პარტია არ შეუქმნიათ და გახარიამ კი პარტია შექმნა.

თქვენ როგორ ფიქრობთ, გახარია ივანიშვილს ემორჩილებოდა?

- ვერ გეტყვით, ვის ემორჩილება და ვის არა. ამას გრძელვადიან პროცესში დავინახავთ. უბრალოდ, თვითმმართველობის არჩევნებზეა მიბმული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება-არჩატარების ბედი. გახარია „ოცნების“ სტრატეგიული პარტნიორი არ არის და ვერ არის, თუმცა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, რატომაც არა, „ქართული ოცნებისა“ და გახარიას კოალიცია ივანიშვილისთვის სასურველი იქნება. ასე შევხედოთ პროცესს და არა, ვინ ემორჩილება ან არ ემორჩილება ივანიშვილს.

გიორგი გახარიას პარტიამ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, მის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. გახარიას მხრიდან ამ ქმედებას როგორ შეაფასებდით და როგორ ფიქრობთ, გამოძიება რა დასკვნას დადებს?

- როდესაც პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირი საუბრობს იმაზე, რომ გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა ხელისუფლების გადაყენების მიზნით, გადატრიალება უნდა მომხდარიყო, აღნიშნულ განცხადებაზე, წესით,  ნორმალურ ქვეყანაში გამოძიება უნდა დაიწყოს. ირაკლი კობახიძემ სამართალდამცველებთან უნდა ითანამშრომლოს და რაც იცის, ყველაფერი უნდა უთხრას. გამოძიების კი არ მჯერა და არც იმის, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს დასჯის, მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოში რა უნდა იყოს, იმას გეუბნებით. როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, მმართველი პარტიის ლიდერი საუბრობს იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი შეთქმულებაში იყო და ხელისუფლების დამხობას გეგმავდა, ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ეს ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში.

trampi თუ ვასაძე და პატრიოტები გაერთიანდებიან ჯამში მინიმუმ 25--30 % აიღებენ
მარტო ვასაძე ..................... თუ არ უჩათლახეს----10--15%
სხვაზე მაინც არ ვაპირებ ხმის მიცემას
3 წლის უკან
trampi ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა


9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო.

„არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა. 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რანაირი კანონიც არ უნდა წარმოადგინოთ ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი მარტივად იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა იმ სახის შენარჩუნება, რაც დარჩა ამომრჩეველთან. იმისთვის სჭირდება ამ ჩანაწერის ამოღება აქედან. სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ! სხვათაშორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამინი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ - რატომ ვაპატიეთ მათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ?! ეს არის მთავარი კითხვა. და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე! გადადით კორექტულ ლაპარაკზე და თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ, ძალიან გთხოვთ!“ - მიმართა ირმა ზავრადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
3 წლის უკან