აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
ჯეიკ სალივანის თქმით, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ვიზიტით მიიწვია. აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ზაფხულში გაიმართება მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი ევროპული ტურნედან ვაშინგტონში დაბრუნდება.
გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს უკრაინის ინტერესებს დაიცავს.