ბრიტანეთის ისტორიაში სამართალდამცველებმა ყველაზე მცირეწლოვანი ნარკოდილერი დააკავეს, რომელიც „კრეკით“ ვაჭრობდა. ამის შესახებ The Mirror წერს.
9 წლის ნარკოდილერი დაწყებითი სკოლის მოსწავლეა და კანონმდებლობის თანახმად, მას ბრალს ვერ წარუდგენენ.
პოლიციამ ბიჭი ნარკოტიკების შენახვა-გასაღებისთვის დააკავა. ბრიტანეთში კანონმდებლობით დანაშაულისთვის ბრალის წაყენება 10 წლის მოქალაქეებისთვისაა შესაძლებელი.