„გახარიამ დაიჯერა, რომ ივანიშვილი წავიდა ან მასთან აღარაა. ამიტომ ის გახდა დამოუკიდებელი მოთამაშე და არა ივანიშვილის მოთამაშე“

„გახარიამ დაიჯერა, რომ ივანიშვილი წავიდა ან მასთან აღარაა. ამიტომ ის გახდა დამოუკიდებელი მოთამაშე და არა ივანიშვილის მოთამაშე“

„კობახიძის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია. მგონი, პანიკასა და ისტერიკაში არიან. ითვლიან და ხედავენ, რომ გახარია ხმებს ართმევს, განსაკუთრებით რეგიონებში და შეიძლება 43% ვერ შეაკოწიწონ. ამიტომ წამოვიდა ეს ისტერიული განცხადებები“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-ს უთხრა და ამით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თებერვალში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობლივად შეთქმულებას აწყობდნენ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად სარწმუნოა კობახიძის ეს განცხადება?

-  ამით, უბრალოდ, რეკლამას უფრო უწევენ გახარიას. საჭიროა, ფაქტების უფრო მეტად დალაგება. ერთადერთი არგუმენტი, რაც მოვისმიენთ იყო, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა თურქეთში. ეს შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცას ნიშნავს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არ არის ფაქტი, თავისთავად.

თუ ვინმეს უნდა დაიჯეროს, რომ სააკაშვილი აპირებდა შემოჭრას თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე, უფლება აქვს დაიჯეროს, მაგრამ ვისაც არ უნდა დაიჯეროს, იტყვის, მერე რა?! - არადამაჯერებელია, ფაქტები არ აქვთ.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ სახელმწიფოზეც კი არ ფიქრობს. მათ მოიგეს არჩევნები და პირველი ნოემბრიდან მოყოლებული, არჩევნებსა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობენ. „ქართული ოცნება“ ვერ არის ქვეყნის მმართველი. ეს არის ისტერიული, პანიკური განცხადება. მათ ეშინიათ გახარიასი, ეს აძლიერებს გახარიას და მისი მომხრეების პოზიციას. ახლა ვნახოთ როგორ ჩაკორტნიან გახარიას.

გახარია 8%-ზე მეტს ვერ აიღებს, სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, ის ვერ გაიმარჯვებს. ამიტომ, „ლელოს“ მხრიდან, როცა ხდება გახარიას ჩაძირვა, ეს უფრო „ქართულ ოცნებას“ ემსახურება. ამიტომ, ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს რა უნდა. თუ მათ სურთ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა, როგორც ამას თვითონ ამბობენ, მაშინ უნდა ებრძოლონ კობახიძეს და არა გახარიას.

გახარია შეიძლება არ აქონ, მაგრამ არც უნდა მარხავდნენ, რადგან გახარია წამომღებია „ქართული ოცნებიდან“ ხმების და მმართველ გუნდს 43%-ს დააკლებს. თუ გახარიას დამარხავენ, მისი პოტენციური ხმები, რომელიც შეიძლება წასულიყო მასთან, დაბრუნდება „ოცნებასთან“.

ოპოზოცია კარგად უნდა დაფიქრდეს, - არა გახარიას, ამით აძლიერებენ „ქართულ ოცნებას.“ რა ამოცანა აქვთ, როდესაც გახარიას ებრძვიან, როდესაც ის მაქსიმუმ 8%-ს აიღებს. ამიტომ ჯობია ძალისხმევა გადაიტანონ გახარიასთან თანამშრომლობის ფორმებზე და არა მის ლანძღვაზე.

ანუ, ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 43%-ს?

- მათ სწორედ ამის ეშინიათ, ასევე აშინებთ მათ გახარიაც.

დღეს არსებული მდგომარეობით, რამდენ პროცენტს აიღებს მმართველი გუნდი?

- მათ ისტერია ყიდით.... შეიძლება აიღონ 39%. ვადამდელი არჩევნების ჩატარება ვის აწყობს უფრო მეტად?

გახარია რეპუტაციას უფუჭებს „ქართულ ოცნებას“. მან დიდი ხვრელი გააჩინა მმართველ გუნდში. გახარია და მისი ხალხი ითვლებოდნენ „ქართული ოცნების“ ორგანულ ნაწილად და აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. „ოცნებას“ მოუნდება ამ ხვრელის ამოვსება. ვიდრე გახარიასგან არ გაირეცხებიან, არ მოიშორებენ გახარიას, მანამდე ის მუდმივად ჩაძირავს მათ. „ქართული ოცნება ნომერი 2,“ იმუშავებს.

„ოცნებას“ არ მგონია, რომ აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, მაგრამ თუ ეს მოხდა, ისინი წავლენ ვადამდელ არჩევნებზე. მათი პირველი არჩევანია, არ სურთ ვადამდელი არჩევნები. ეცდებიან მაინც მიფოფხდნენ 2024 წლამდე.

როგორ ფიქრობთ, გახარია ივანიშვილის „პროექტია?“

- არა. გახარია არ არის ანტივიანიშვილის პროექტი და არც ივანიშვილის პროექტი არაა. როდესაც სააკაშვილი წამოვიდა შევარდნაძისგან, ჩვენ ხომ არ ვამბობდით, რომ ის შევარდნაძის პროექტია, არ იყო ასე. გარკვეული ჯგუფისგან გამოყოფა ჩვეულებრივი პროცესია. ნუ ვიტყუებთ თავს, ამით არასწორ დიაგნოზს ვსვამთ. გახარია უბრალოდ არ არის ივანიშვილის მტერი და ივანიშვილსაც აწყობს ეს.

ივანიშვილისთვის სასურველია ხელისუფლებაში იყოს, რაც შეიძლება მეტი „ქართული ოცნებიდან“ წასული ადამიანი. ის ხელს არ უშლის გახარიას, ისევე როგორც ხელს არ უწყობს. იგი ხელს უწყობს მხოლოდ კობახიძის გუნდს. აშკარად ჩანს, რომ გახარიამ დაიჯერა, რომ ივანიშვილი წავიდა ან მასთან აღარაა. ამიტომ ის გახდა დამოუკიდებელი მოთამაშე და არა ივანიშვილის მოთამაშე. გახარია არ დაარტყამს ივანიშვილს, სანამ ის არ გამოჩნდება და იოლად დაარტყამს კობახიძეს.

გახარიას აწყობს, რომ ილაპარაკოს ივანიშვილი წასულია, რადგან არ ჩანს. როდესაც არ ჩანს, ძნელია დაამტკიცო, რომ ის არის. თუმცა, მგონია, რომ იგი კობახიძის ზურგს უკანაა და გახარიამაც იცის ეს, მაგრამ, რადგან არ ჩნდება ივანიშვილი, მას აწყობს ივანიშვილის თამაშის ასეთი წესები. კარგად მოერგო ივანიშვილის თამაშის წესებს.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი დღეს კობახიძის გუნდის გვერდით არის, ეს არ არის მისთვის მთავარი ამოცანა ცხოვრებაში. თუ კობახიძის გუნდი ჩაჩოჩდება და მის ადგილს დაიკავებს გახარიას გუნდი, ეს ივანიშვილისთვის სულაც არ იქნება მიუღებელი. ეს არა ივანიშვილის, გახარიას დაგეგმილი პროექტია.

Ninja ცოტა დალოდებოდი მოვლენების განვითარებას ბატონო პაატა. ბიძინამ დასვა წერტილი.
3 წლის უკან
trampi თუ ვასაძე და პატრიოტები გაერთიანდებიან ჯამში მინიმუმ 25--30 % აიღებენ
მარტო ვასაძე ..................... თუ არ უჩათლახეს----10--15%
სხვაზე მაინც არ ვაპირებ ხმის მიცემას
3 წლის უკან
ლევკოთეა უნდა კია ოპოზიციას ვადამდელი არჩევნები? ნაც-სექტანტები იქით იყოს და ხაზარაძე აიღებს იგივე პროცენტს, რაც ამჟანაფ აქვს, გირჩი, პატრიოტები, ლეიბორისტები თუ ათასი ჯურის 1-5 პროცენტიანი პარტიები?
3 წლის უკან
trampi ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა
ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა


9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო.

„არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა. 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რანაირი კანონიც არ უნდა წარმოადგინოთ ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი მარტივად იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა იმ სახის შენარჩუნება, რაც დარჩა ამომრჩეველთან. იმისთვის სჭირდება ამ ჩანაწერის ამოღება აქედან. სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ! სხვათაშორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამინი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ - რატომ ვაპატიეთ მათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ?! ეს არის მთავარი კითხვა. და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე! გადადით კორექტულ ლაპარაკზე და თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ, ძალიან გთხოვთ!“ - მიმართა ირმა ზავრადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
3 წლის უკან