ბლინკენი: თუ რუსეთი აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ აგრესიულად და უგუნურად იმოქმედებს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ

ბლინკენი: თუ რუსეთი აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ აგრესიულად და უგუნურად იმოქმედებს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ

თუ რუსეთი აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ აგრესიულად და უგუნურად იმოქმედებს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

„ჩვენ გვირჩევნია რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვქონდეს. ჩვენ ეს მკაფიოდ განვაცხადეთ, თუმცა ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ რუსეთი აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ აგრესიულად და უგუნურად იმოქმედებს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.