ჯო ბაიდენი: სი ძინპინს სჯერა, რომ 2035 წლამდე ჩინეთი ამერიკას დაეუფლება

ჯო ბაიდენი: სი ძინპინს სჯერა, რომ 2035 წლამდე ჩინეთი ამერიკას დაეუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს სჯერა, რომ 2035 წლამდე ჩინეთი ამერიკას დაეუფლება. ამის შესახებ ბაიდენმა ვირჯინიის შტატში, სამხედროებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„სი ძინპინთან იმაზე მეტი დრო გავატარე, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერმა სხვა ლიდერმა. ახლა მთელ მსოფლიოში დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება მიმდინარეობს. რაც უფრო ჩახლართულია სამყარო, მით უფრო რთულია დემოკრატიული ქვეყნებისთვის გაერთიანება და საერთო კონსენსუსამდე მისვლა. სი ძინპინი დარწმუნებულია, რომ 2035 წლამდე ჩინეთი ამერიკას დაეუფლება, ვინაიდან ავტოკრატიებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. თუმცა ამერიკა განსაკუთრებულია. მსოფლიოს ყველა ერს შორის, ჩვენ ვართ ერთადერთი ერი, რომელიც გაერთიანებულია იდეის გარშემო“, - განაცხადა ბაიდენმა.