თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლის ევროპულ ნაწილში, ბეიოღლუს რაიონში, თაქსიმის მოედანზე გახსნა მეჩეთი, რომლიც მშენებლობის გეგმამაც ჯერ კიდევ 2013 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძლიერი საპროტესტო ტალღა გამოიწვია, - ამის შესახებ BBC წერს.
ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო. მეჩეთის განსაკუთრებული მახასიეთებელია ის, რომ შენობა იმ საზოგადოებრივ სივრცეშია განთავსებული, რომელიც სეკულარული თურქეთის რესპუბლიკის სიმბოლოდ მიიჩნევა.
„თაქსიმის მეჩეთმა უკვე დაიკავა გამორჩეული ადგილი სტამბოლის სიმბოლოთა შორის. ის სამარადისოდ დარჩება“, - თქვა ერდოღანმა მეჩეთის გახსნის ღონისძიებაზე.
მისივე განცხადებით, მეჩეთის აშენება იმ მომიტინგეებზე გამარჯვებაა, ვინც თაქსიმის მოედნისთვის რაიმე სახის რელიგიური ნიშნის მინიჭებას აპროტესტებდნენ და დასძინა, რომ „ახლა ამ ინიციატივას ვეღარავინ შეაჩერებს.
ერდოღანმა თაქსიმის მოედანზე მეჩეთის აშენების სურვილი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, მაშინ გამოთქვა, როცა სტამბოლის მერი იყო.
„მლოცველთათვის, აქ სამლოცველო ოთახიც კი არ იყო და მორწმუნეებს მიწაზე გაზეთების დაფენა უწევდათ“, - თქვა ერდოღანმა.
მეჩეთი 4 ათასამდე მლოცველს იტევს. მისი მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.