ევროკავშირმა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკავშირის სასანქციო სიაში 283 ფიზიკური პირი და 70 ორგანიზაცია არის შეყვანილი. სანქციები აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას მოიცავს.
სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები 2011 წელს დაწესდა ასადის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობრივი რეპრესიების საპასუხოდ.
შემზღუდავი ზომები ასევე მოიცავს ნავთობის იმპორტის აკრძალვას, გარკვეული ინვესტიციების შეზღუდვას, ევროკავშირში სირიის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვასა და საექსპორტო შეზღუდვებს.