აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ უკვე აღარაა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი.
„სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ საწვავის ფასები გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც ბენზინის ერთი გალონი 2 დოლარამდე ღირდა. როდესაც მრიცხველზე ფასების ზრდას დაინახავთ, გაიხსენეთ, როგორი კარგი სამუშაო განახორციელა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის თანამდებობაზე. მალე რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ნავთობზე ფასებით იხეირებენ და მერე იტყვით, თუ რა კარგი იყო ჩემი პრეზიდენტობა. ნუთუ შესანიშნავი არ იყო ენერგეტიკული დამოუკიდებლობა? თუმცა ახლა ენერგეტიკულად დამოუკიდებელნი უკვე აღარ ვართ. სირცხვილი!“ - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.