სირიის რეჟიმის მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ბაშარ ასადი გამოცხადდა

სირიის რეჟიმის მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ბაშარ ასადი გამოცხადდა

სირიის რეჟიმის მიერ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ბაშარ ასადი გამოცხადდა.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სირიის პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაცხადა. მისი თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა ამომრჩეველთა ხმების 95.1% მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩევლების აქტივობამ 78% შეადგინა. არჩევნებში მონაწილეობა 14-მა მილიონმა მოქალაქემ მიიღო.

ბაშარ ასადის ორმა დანარჩენმა კონკურენტმა ამომრჩეველთა ხმების 3.3% და 1.5% მიიღო.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სირიაში 26 მაისს ჩატარებული არჩევნები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ კრიტერიუმებს და ხელს არ უწყობს კონფლიქტის მოგვარებას.

26 მაისს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ საერთაშორისო საზოგადოებას სირიის საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარებისკენ მოუწოდეს.

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი ქვეყანას 2000 წლიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ მართავს. მაშინ მინიმალური საპრეზიდენტო ასაკი 40 წელი იყო, თუმცა კანონი ბაშარ ასადის ასაკის მიხედვით შეცვალეს და ის 34 წლამდე დასწიეს.