ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმართული აქცია დედაქალაქიდან კვლავ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს. ეს გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს. მათი განცხადებით, კომპანიას არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ხეობაში სამუშაოები გაგრძელდეს. რატომ შეცვალეს აქციის ორგანიზატორებმა თავდაპირველი გადაწყვეტილება, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ხალხმრავალ აქციებს ითვალისწინებდა, უცნობია. ერთი რამ უდავოა, აქციის დედაქალაქში გადმოტანამ, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ მუშტად შეკრა. ისინი, საპროტესტო ტალღის უკან, ახალ საფრთხეს ხედავენ - ლევან ვასაძე, რომელმაც პოლიტიკაში შემოსვლა უკვე დააანონსა. ვასაძე, რომელიც არც თავისი იდეოლოგიით და არც პოლიტიკური ორიენტაციით ლიბერალური ფრთის სტანდარტებში არ ჯდება, ფაქტია, ბევრ მხარდამჭერს შეიძენს.
ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უკვე კარგად იცის, რომ რუსეთისგან შექმნილი „ბუა“ წარსულს ჩაბარდა და მასთან ერთად ევროპული მომავლის ლამაზი ზღაპარიც უკვე რეალობად იქცა - დანგრეული ეკონომიკა, განადგურებული სოფლის მეურნეობა, უპრეცედენტო მიგრაცია და უკიდურესი სიღატაკე, ამ ფონზე, ფაქტობრივად, ნულს ქვემოთაა დასული შესაძლებლობა ადამიანებს „ნატო“-სა და ევროკავშირის სიკეთეებზე ელაპარაკო.
პირველი და „უმნიშვნელოვანესი“ კითხვა, რომელიც ნამახვანჰესის აქციის მიმართ დაისვა, არის ფინანსური მხარდაჭერა, თუ ვინ აფინანსებს აქციას, პასუხიც იქვე გასცეს - ლევან ვასაძე და საპატრიარქო. დაშვების თვალსაზრისით ორივე ვერსია ლოგიკურია, და ამავე დროს პოლიტიკურად დიდი საფრთხის შემცველიც. ორი რადიკალური ძალის გააქტიურება სამომავლოდ, პოლიტიკურ მოცემულობას მნიშვნელოვნად შეცვლის. ისედაც მძიმე პოლიტიკურ ფონზე, ვასაძის გამოჩენა სულაც არ შედიოდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის გეგმებში.
თბილისში, აქციების გამართვის დაწყების შემდეგ არაერთი კითხვა დაისვა აქციის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ ვერსიად ლევან ვასაძის მხრიდან, აქციის დაფინანსება განიხილებოდა. თუ განვავითარებთ აზრს, რომ ვასაძე ფინანსურად დაკავშირებულია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციასთან, ამ შემთხვევაში, ვასაძის მისამართით განხორციელებულმა მასირებულმა შეტევამ პირველ ეტაპზე შეიძლება ითქვას, შედეგი გამოიღო, ბრძოლა პოლიტ-ელიტის გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა ხელისუფლებას წინ, საკუთარ ხალხთან არჩევნების სახით, დიდი ომი აქვს მოსაგები. ასე რომ, ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთ ფრონტზე, მხარდამხარ მოუწევთ ბრძოლა.
ნამახვანჰესთან რაიმე კავშირის არსებობა და ფინანსური მხარდაჭერა ლევან ვასაძემ კატეგორიულად უარყო, მეტიც, განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორებს პირადად არც იცნობს.
„საჯაროდ ვადასტურებ, რომ არავითარი კავშირი რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან ჩემი მხრიდან არ არსებობს, არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი დასტური ამ ჭორების არ არსებობს. მე, უბრალოდ, საჯაროდ გამოვხატე ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის სრულიად სამართლიანი პროტესტის მიმართ. ამ ადამიანების პროტესტი, უკვე ორას დღეზე მეტია გრძელდება. სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლებისგან ვხედავთ საკმაოდ ხისტ, მოუქნელ, არადიპლომატიურ და არასახალხო ორიენტაციის პოზიციას. მათი ასეთ იპოზიცია კი სულ უფრო მეტ აღშფოთებას და პროტესტს იწვევს. ფართოვდება წინააღმდეგობის ტალღა, იზრდება პროტესტის მასშტაბები და ჩვენ შევდივართ კიდევ ერთ ხელოვნურად შექმნილ კრიზისში, რომლიდანაც გამოსავალი არ ჩანს. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით არც ენერგეტიკის განვითარებას, არც ჰესების მშენებლობას, აქ საუბარია იმაზე, რომ იმ ფორმით, რითიც ცდილობენ ეს პროექტი განახორცხიელონ, არის ქვეყნისათვის მიუღებელი. ჩვენ ამ ინვესტორთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს პრეტენზია ჩვენს ხელისუფლებასთან, ვინც ქვეყანა გახვია ამ მორიგ შარში. რიონის მოსახლეობის პოზიციაა, რომ მათ ამ პროტესტის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ უნდათ, უბრალოდ ისინი იცავენ თავიანთ ხეობას, გამოდიან ამ ანტისახელმწიფოებრივი პროექტის წინააღმდეგ და ჩვენ მოვნახეთ სხვა ფორმები მათ მხარდასაჭერად.
ყველას გვესმის, რომ საჭიროა ოპტიმალური გამოსავალის მოძებნა. ჩვენ გავეცანით კონტრაქტს. ის არის ძალიან მკაფიოდ და მყარად შედგენილი იურიდიული დოკუმენტი. მთელ რიგ შემთხვევებში სახელმწიფოს მხრიდან რაიმე დარღვევის შემთხვევებში, სახელმწიფოს ემუქრება დიდი ჯარიმა. ჩვენი ამოცანა იყო მოგვენახა იმ კონსტრუქციის გამოსავალი, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნებოდა და ვთქვით, რომ გამოსავალი უნდა აეწყოს ორი პოსტულატის გარშემო: პირველი არის ის, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს თუ ის არ აწყობს ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე, მსგავსი სტრატეგიული ობიექტის საკონტროლო პაკეტი, უნდა იყოს საქართველოს მფლობელობაში. ამით ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ წერტილი უნდა დაესვას ყველაზე ცუდი ფორმის კაპიტალიზმის ლიბერალურ ფორმებს, რომ სახელმწიფო ყველაფერს გაყიდის და მერე ბაზარი დაარეგულირებს. არა მარტო ნამახვანჰესს ეხება ეს, არამედ, ჩვენი აზრით, პოლიტიკური დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს სახელმწიფოებრივი აზროვნების მარტივი ცნება - სტრატეგიული ობიექტების ნუსხა, და უნდა მოხდეს მისი ეტაპობრივი დაბრუნება, აკუმულაცია ცივილიზებული მეთოდებით ქართული სახელმწიფოს ხელში იმისთვის, რომ ქვეყნის ბიუჯეტში შედიოდეს მეტი ფული და ეს გამოადგეს ჩვენს ხალხს და ქვეყანას“, - აცხადებს ლევან ვასაძე და გამოსავალს რეფერენდუმში ხედავს.
„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად... ეს არ არის რიგითი საინვესტიციო პროექტი. დიდი ხანია, გასცდა რიონის ხეობის მასშტაბებს, გადავიდა სახალხო მასშტაბში და ნამდვილად იმსახურებს სახალხო აზრის გამოხატულებას“.
For.ge-ს კითხვაზე, რამდენად იქნება საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები თავისუფალი საკუთარ არჩევანში, და, ხომ არ იმოქმედებს ეს ფაქტორი უარყოფითად რეფერენდუმის შედეგებზე, ლევან ვასაძე ამბობს, რომ დროა ქვეყანამ პოლიტიკური კულტურა აიმაღლოს, ეს არის ერთადერთი ცივილიზებული გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
„ჩვენი პოლიტიკური ელიტის არასწორი მოქმედებების გამო, ვიცით, რა დაბალ დონეზეა დაცემული ჩვენი პოლიტიკური კულტურა. ჩვენ სწორედ ამიტომ გამოვდივართ ამ ინიციატივით, რომ ხალზე ჩამორთმეული კულტურა რეფერენდუმებისა, ხალხს უნდა დაუბრუნდეს. რომ არა ნამახვანის უდიდესი პრობლემა, ეს რეფერენდუმი იმიტომაც უნდა დაინიშნოს, რომ ხალხში დავაბრუნოთ კულტურა, ხალხს პრაქტიკულად ჩამორთმეული აქვს ნების გამოხატვის თავისუფალი ინსტრუმენტი და ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ეს ინსტრუმენტი. როდესაც ხელისუფლებას ეცოდინება, რომ მისი არასწორი ქმედებების შემთხვევაში არსებობს მკაფიოდ გაწერილი ნორმები და პროცედურები, თუ როგორ შეიძლება მას ეთქვას უარი და იმ მოხელემ ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, განიცადოს კარიერული ზარალი და ასე შემდეგ, ის ათასჯერ დაფიქრდება მანამ, სანამ ასეთ მორიგ შარში გაგვხვევს. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთად ერთი სწორი გზა, ჩვენ გამოვიდეთ ამ ძალიან სახიფათო სიტუაციიდან. ამიტომაც საჭიროა, ჩვენ მოვნახოთ ცივილიზებული გამოსავალი ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა ვასაძემ.
,, ლევან ვასაძე და საპატრიარქო. დაშვების თვალსაზრისით ორივე ვერსია ლოგიკურია, და ამავე დროს პოლიტიკურად დიდი საფრთხის შემცველიც. ორი რადიკალური ძალის გააქტიურება სამომავლოდ, პოლიტიკურ მოცემულობას მნიშვნელოვნად შეცვლის,
კი მაგრამ .................... ავტორო......... რადიკალური რატოა ან დიდი საფრთხის შემცველი??
ან ვისთვისააა ეგ საფრთხე ???............ჰაააააა??
დაგვიკონკრეტე თორე აქაურები ,,ვერ ვხვდებით,,, ვისთვისააა საფრთხე??
, ვასაძე, რომელიც არც თავისი იდეოლოგიით და არც პოლიტიკური ორიენტაციით ლიბერალური ფრთის სტანდარტებში არ ჯდება, ფაქტია, ბევრ მხარდამჭერს შეძენს,,
ააააა....................................................თურმე ლიბერალებისთვის ყოფილა საფრთხე
იმათი დედაც.................ვისთვისაც საფრთხე იქნება
შორენა გონგლაძეს კი ჩემი, როგორც მკითხველის, დიდი მადლობა ამ წერილისთვის!
მეტი რაღა უნდა გვითხრან მაინც და მაინც დედის პრჭჭჭ უნდა დაგვახუროონ ???
ჩვენ მათ მხოლოდ და მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ვჭირდებით, რომ ვუჩხიკინოთ.......(ამაში გვიხდიან და გვაგდებენ ვალებში). ............... თორემ მაგათ ისე აქვთ ჩვენი ჯავრი როგორც ჩვენ მოზამბიკისა .......