შარლ მიშელი ბელარუსში დაპატიმრებული ჟურნალისტის მამას ესაუბრა

შარლ მიშელი ბელარუსში დაპატიმრებული ჟურნალისტის მამას ესაუბრა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბელარუსში დაპატიმრებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მამას ესაუბრა.

„ახლახან დავურეკე დმიტრი პროტასევიჩს. მას ევროკავშირის სახელით სრული სოლიდარობა და როგორც მამამ ღრმა თანაგრძნობა გამოვუცხადე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მისი ვაჟი რომანი, სოფია საპეგა და ასევე ყველა პოლიტპატიმარი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.