აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის გადასვლის მცდელობისას 6 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.
„27 მაისს, დაახლოებით 03:00 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი ქელბაჯარის რაიონის მიმართულებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლას შეეცადა. მოწინააღმდეგე დანაღმვით სამუშაოებს ახორციელებდა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისკენ მიმავალ მომარაგების გზაზე. დაუყოვნებლივი ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის 6 სამხედრო ალყაში მოვაქციეთ და ტყვედ ავიყვანეთ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ინციდენტის ადგილზე ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ.