ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედროების ტყვედ აყვანას სომხეთის ტერიტორიიდან გატაცება უწოდა

ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედროების ტყვედ აყვანას სომხეთის ტერიტორიიდან გატაცება უწოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის მიერ სომეხი სამხედროების ტყვედ აყვანას სომხეთის ტერიტორიიდან გატაცება უწოდა.

„ჩვენი სამხედროები აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ დანაღმვით სამუშაოებს აწარმოებდნენ, გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებით. დივერსიის მიზნები არ გვქონდა. ინციდენტი ჩვენს ტერიტორიაზე მოხდა“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამგვარი ინციდენტები იმიტომ ხდება, რომ „ვიღაცას სურს, სომხეთი თავის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სამხედროების ყოფნას შეეგუოს, თუმცა ეს არასდროს მოხდება“.

„ეს სომხეთის სუვერენიტეტისთვის პირდაპირი საფრთხეა და საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ. აზერბაიჯანის კიდევ ერთი მიზანი სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებაა“, - განაცხადა მან.

მანამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის გადასვლის მცდელობისას 6 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ 6 სომეხი სამხედროს ტყვედ აყვანას პროვოკაციად აფასებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.