პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილება იმ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა და მას ოპოზიცია დაესწრო. 19–20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტებზე, კახა კუჭავას მონაწილეობით, რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება.
პარლამენტში წარდგენილი პოლიტიკური სუბიექტები პოზიციების შეჯერებას შეეცდებიან. სწორედ დღევანდელი კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს, გავა თუ არა ამნისტიის შესახებ ინიცირებული კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე განსახილველად და როგორი იქნება 19–20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტია.
როგორც ცნობილია, ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია წარდგენილი. ერთის ავტორი „ქართული ოცნებაა“. კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი საპარლამენტო ოპოზიციამ მოამზადა.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ამნისტიის შესახებ პარლამენტში ორი კანონპროექტია წარდგენილი, კანონპროექტის ერთ–ერთი მთავარი ადრესატი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ამნისტიის წინააღმდეგია.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიას არ სურს ამნისტიის შესახებ კანონის მასზე გავრცელება, ოპოზიცია კი მელიას სურვილის წინააღმდეგ მიდის. როგორც კობახიძე განმარტავს, კონსულტაციებზეა დამოკიდებული, შევა თუ არა ამნისტიის შესახებ კანონპროექტში კორექტივები.
„ჯერ უცნობია, რა ცვლილებები შევა კანონპროექტში. ნიკა მელია ამბობს, რომ მას არ სურს, ამნისტიის მასზე გავრცელება. პრაქტიკულად, ოპოზიცია მიდის მელიას სურვილის წინააღმდეგ. ჩვენ ავსახეთ მელიას სურვილი კანონპროექტში, კერძოდ, თუ უარზეა შესაბამისი პირი, ამნისტია მასზე არ ვრცელდება. თუ მელიას არ სურს ამნისტია, ვერავინ აიძულებს, კანონი მიიღოს და მასზე გავრცელდეს. მელიას არ უნდა ამნისტია და ოპოზიცია აძალებს, მასზეც გავრცელდეს. რესურსი არის, რომ ერთიანი კანონპროექტი იყოს, ამას მეორე მოსმენა გვაჩვენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ, ჯერ კიდევ ბრალდებული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ისევ დესტრუქციას ანიჭებს უპირატესობას, ისევ იმუქრება, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება მისგან განცხადებას, რომ თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე.
ნიკა მელია კობახიძეს ურჩევს, ნუ ნერვიულობს და მშვიდად მიიღოს სასურველი გადაწყვეტილება. ამბობს, რომ არასოდეს დაუჭერს მხარს ისეთ კანონპროექტს, რომელიც 20 ივნისის მოვლენების ყველა დამნაშავეზე გავრცელდება.
„რამდენჯერ უნდა ვუპასუხო ბატონ კობახიძეს, როგორც ოლიგარქის წარმომადგენელს, რომ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ვერ ეღირსება ჩემგან იმ განცხადების მოსმენას, ან განცხადების წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელია თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე. ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს. ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მას სურს. მესმის, რომ მას ოპოზიციის ეშინია, მესმის, რომ მას სიამოვნებას არ ანიჭებს ის, რომ მე მომეცა შესაძლებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან აქტიურად და მჭიდროდ ვიყო ამომრჩეველთან ურთიერთობაში და ველზე ვაკეთებდე პოლიტიკას, მაგრამ მას მოუწევს ამის ატანა, მოუწევს ვიდრე ხელისუფლებაშია.
ბატონო კობახიძე, ისე არ მოხდეს ხვალ და ზეგ ეს ყველაფერი სხვაგვარად გადაითარგმნოს მედიასთან. ხომ აპირებს ისეთი ჩანაწერის გაკეთებას ამნისტიის კანონპროექტში, სადაც ჩემი თანხმობა იქნება მნიშვნელოვანი? ჩემი პასუხი ხომ იცის? თუ არის პრინციპული ღირებულებების მატარებელი, აბა მიდი, აბა რას გააკეთებს, ძალიან კარგად ვაკვირდები და მექნება შესაძლებლობა, მივიღო ინფორმაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
დესტრუქციულ მელიას უერთდება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომლის განცხადებით, არავის აინტერესებს კობახიძე რას იტყვის, წინ უნდა იყურონ და მისივე თქმით, ქვეყნისთვის საშიშ ხელისუფლებას მოუგონ თვითმმართველობის და ვადამდელ არჩევნებში. ბოკერიას შეცდომად მიაჩნია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა.
„ამ გაუაზრებელმა ქმედებამ საშუალება მისცა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში მყოფ ცინიკურ ადამიანებს ყველაფრის დისკრედიტაცია მოახდინონ. ირაკლი კობახიძის ეს საქციელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ტიპური საქციელია, ცინიკური, საზოგადოების შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, მათ შორის, იმ შეთანხმების სულისკვეთების მიმართ, რომელიც დაიდო და ახლაც მძიმე შეცდომად მივიჩნევთ „ევროპული საქართველო“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ამნისტიის კანონპროექტის მიღებას მხარს არ უჭერს „ლელო“. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ ამნისტიის კანონი არავის სურს, „ლელოს“ მით უმეტეს არ სურს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე საერთო კონსენსუსი იყოს მიღწეული.
„ეს იყო ინიციატივა ჩვენი მედიატორების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების, რომელთაც სურთ, გადაიტვირთოს თემები. 20 ივნისი იყო გადატვირთვის თემა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ვიღაცის ღირსების, პატიების ხარჯზე, თუ ის ამას არ იმსახურებს. ამიტომ, თუ ისეთი დამოკიდებულებაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ამნისტია და არ სჭირდება ამნისტია მეორე მხარეს, „ლელომ“ შეიძლება თქვას, რომ ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება ეს ამნისტია.
ამიტომ, იცით, რომ გადავდეთ ამნისტიის განხილვა, გუშინ დავაყენეთ საკითხი იმიტომ, რომ სანამ ამ საკითხზე არ იქნება კონსენსუსი, ხელოვნური არავის არაფერი სჭირდება ამ ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ შევიტანეთ ალტერნატიული კანონპროექტი, უნდა მოხდეს ამ პოზიციების შეჯერება, რომ ამნისტია იყოს სამართლიანი და არ დარჩეს ადამიანთა ჯგუფი განაწყენებული, შეურაცხყოფილი ამ კანონის მიღებით. ამიტომ, ამნისტია შერიგებას უნდა ემსახურებოდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლითაც ამნისტიის კანონით უნდა დაიხუროს ნიკა მელიას საქმე. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის განმარტებით, მელიას სურს თუ არა, ის ამნისტირებული უნდა იყოს, რადგან მიშელის დოკუმენტით შეთანხმდნენ და ამბობს, რომ პირობას ყოველთვის ასრულებს.
„კობახიძე უკან ვერ დაგვახევინებს. თუ ბატონ კობახიძეს ჰგონია, რომ რაიმე უხერხულობა მექმნება - არა. ყოველთვის, რა პირობასაც ვდებ, მით უმეტეს ჩვენი საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების წინაშე, ყოველთვის ვასრულებ ამ პირობას. ამიტომ, ამით ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეგვზღუდავენ. რაც მთავარია, არის რაღაც ხრიკი, რაც მოიგონეს ახალ ჩანაწერთან დაკავშირებით, გაუგებარი რამ, რაც საქართველოს სამართლის ისტორიას არ ახსოვს, ეს ჩანაწერი უნდა ამოვიდეს ამ კანონპროექტიდან“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მელიას მიზანი, რომ დესტრუქციაა და ამჯერადაც გაწერილი გეგმით, ამის შესახებ საუბრობენ ანალიტიკოსები. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემები გაუჩინა „ნამახვანჰესის“ აქციებმა და როგორც ჩანს, კიევში გადაწყვიტეს, რომ საჭირო არის ახალი თემა. ეს ახალი თემა უნდა იყოს მელიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
„როგორც ჩანს, მათი მიზანია ეს საქმე არ გაჩერდეს, გადაეცეს სასამართლოს და უკვე დაიწყება მეორე ეტაპი – თუ მიუსჯიან, გახდება პოლიტპატიმარი, ან თუ არ მიუსჯიან, მაშინ იტყვიან, რომ მელია 20 ივნისის პროცესებთან დაკავშირებით ტყუილად იყო მსჯავრდებული. არ ვიცი, რა იურიდიული ნიუანსები შეიძლება მოძებნოს ხელისუფლებამ, მაგრამ ნაციონალების გეგმა ცხადია – მელიას თუ დაიჭერენ, ისევ პოლიტპატიმარი იქნება, სხვა თემა „ნაციონალურ მოძრაობას“ უბრალოდ არ აქვს“, – აცხადებს ძაბირაძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ოპოზიცია არის საკმაოდ მძიმე დღეში. 6 თვე დაკარგეს, რეალურად მოწყდნენ პრობლემებს, რომელიც მოსახლეობას აქვს, ინტერესი მათდამი ძალიან დაეცა. ამიტომ, მისი თქმით, მელია მიდის რადიკალიზმზე.
„როგორც მაშინ იყო – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერენ, დაახლოებით ასეა ახლაც. მიიღეთ როგორი ამნისტიაც გინდათ, მე არ ვიქნები თანახმა. თუ პირი თანახმა არ არის, რომ მიიღოს ამნისტია, ასეთ შემთხვევაში საქმე გრძელდება. როგორც ჩანს, ამ ჩანაწერზე აპელირებს მელია და ითხოვს, რომ გააგრძელონ საქმე. მგონია, რომ ამ ჩანაფიქრთან გვაქვს საქმე და ეს იქნება მუდმივი თემა. ხელისუფლება კი, ისევ არის საკმაოდ მძიმე და არცთუ ისე მომგებიან ვითრებაში – დაიჭერენ ვაია, არ დაიჭერენ ვუი. სასამართლო უნდა შედგეს, შეიძლება პროცესი გაჭიმონ, ალბათ, ამას გააკეთებენ, მაგრამ სანამდე, ამას ვერ გეტვით“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, მელიას ქმედება და განცხადებები უკრაინული ხაზის გაგრძელებაა. ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია აწყობს, ეს არის უკრაინელი ლიდერი.
„მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილს დესტაბილიზაცია და გაცილებით უფრო მასშტაბური აქციები თავიდანვე უნდოდა. იძახდა, რომ ხელიდან არ გაუშვათ რევოლუციის შესაძლებლობა თორემ დავიღუპებითო, მაგრამ ევროპელების გავლენით ეს არ გამოუვიდა. ამიტომ, თვითონ უკან დაიხია, მაგრამ დესტაბილიზაციის მოწყობის ინიციატორად მოავლინა პატივცემული მელია.
ვხედავთ, რომ უკრაინიდან დაბრუნებული მელია ისევ დესტრუქციაზე მიდის. მელია უკრაინული სცენარით მოქმედებს. არ აღიარებს ამნისტიას და ცდილობს შექმნას სირთულეები თავის პერსონასთან დაკავშირებით. ეს უკვე ნიშნავს, რომ ის მიდის გართულებებზე, რომელიც თუ მოხერხდება, მერე შეიძლება დესტაბილიზაციაში გადაიყვანოს. ჯერჯერობით მარტო ამ განცხადებებით, რომ ამნისტიას არ აღიარებს, დესტაბილიზაციას ვერ მოახდენს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
მერე იტყვიან რატომო...
იმიტომ იმიტომ რომ შარზეა შარზე......თანაც მარტო ეს კი არა მთელი სანაცეთ!!!!
მეტი რაღა უნდა გვითხრან მაინც და მაინც დედის პრჭჭჭ უნდა დაგვახუროონ ???
ჩვენ მათ მხოლოდ და მხოლოდ რუსის ტრაკში ეკლად ვჭირდებით, რომ ვუჩხიკინოთ.......(ამაში გვიხდიან და გვაგდებენ ვალებში). ............... თორემ მაგათ ისე აქვთ ჩვენი ჯავრი როგორც ჩვენ მოზამბიკისა .......