Lufthansa ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს

Lufthansa ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Lufthansa ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს.

„არსებული ვითარების დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ამ დროისთვის ვაჩერებთ მუშაობას ბელარუსის საჰაერო სივრცეში“, - განაცხადეს კომპანიაში.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.