აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელში ჩავიდა. ენტონი ბლინკენის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ოფიციალურად ხვალ დაიწყება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

მთავარი მიზანი რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად ისრაელსა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამყარება იქნება.

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში, ბლინკენი ეგვიპტესაც ეწვევა, რომელმაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პროცესში მედიატორის როლი შეასრულა.