26 მაისიდან უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„26 მაისის 00:00 საათიდან უკრაინა წყვეტს საჰაერო მიმოსვლას ბელარუსთან. მთავრობამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო საავიაციო სამსახურსა და სახელმწიფო საწარმო „უკრაერორუხს“ შესაბამისი ზომების მიღება დაავალა“, - ნათქვამია უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინულ ავიაკომპანიებს ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენება ეკრძალებათ.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.
ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.