Ryanair-ის ხელმძღვანელი: ბელარუსში თვითმფრინავის იძულებითი დაშვება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გატაცება იყო

Ryanair-ის ხელმძღვანელი: ბელარუსში თვითმფრინავის იძულებითი დაშვება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გატაცება იყო

ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ოლირი აცხადებს, რომ ავიაკომპანიის თვითმფრინავის ბელარუსში იძულებითი დაშვება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გატაცება იყო.

„თვითმფრინავი ხუთმა ან ექვსმა ადამიანმა დატოვა, მაგრამ მხოლოდ ერთი დააკავეს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ სხვები სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ“, - აღნიშნა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.