აშშ მკაცრად გმობს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის ფრენის მიმართულების იძულებით შეცვლას და რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას, რომელიც კომერციული ფრენის მიმართულების შეცვლასა და ჟურნალისტის დაკავებას ეხება. ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას და პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ შემდეგი ნაბიჯების მისაღებად. შეერთებული შტატები ბელარუსი ხალხის გვერდით დგას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა მინსკში ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.