ჩინეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 - დაშავებულია

ჩინეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 - დაშავებულია

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 17 - დაშავებულია.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დალის მახლობლად იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაახლოებით 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.