„მთავარი მიზანი რაც იყო, ეს გახლდათ შარლ მიშელის დოკუმენტის მიღება, რის შედეგადაც გაერთიანებული ოპიზიცია დაიშალა მარტივ მამრავლებად. ნაწილი შევიდა პარლამენტში, ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციაც შევა. მელიასა და სააკაშვილს შორის საუბარი, საბოლოოდ ასე დამთავრდება, რადგან პარტიის წევრებს ვერავინ შეაჩერებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ For.ge-ს განუცხადა.
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო კომისიის შექმნასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებზე, For.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
ვადამდელი არჩევნები მიება უკვე ადგილობრივ არჩევნებს და ადგილობრივი არჩევნები გახდა ტექნიკური არჩევნები.
ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს 43% თუ მივალთ ვადამდელი არჩევნებამდე?
- მთალიანად „ქართულ ოცნებაში“ არის ჩამოშლის პროცესი და საკმაოდ სერიოზული დუღილი. ბოლო სერიოზული გამოწვევა ჰქონდა მაშინ, როდესაც გადადგა ზუგდიდის მერი შენგელია, რომელიც საკმაოდ წონიანი პოლიტიკური ფიგურა იყო. ცალკე, „ოცნების“ ყრილობაზე რა მოხდება, არავინ იცის. სერიოზული, კლანური დაპირისპირებაა თავად მმართველ გუნდში.
პანდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემები საკმაოდ სერიოზულ დაღს ასვამს „ქართულ ოცნებას.“ ამასთან, ეკონიმიკა მთლიანად არის მოშლილი. საკმაოდ სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დგას მმართველი გუნდი. ასევე, პოლიტიკურ ასპარეზზე ჩნდებიან ახალი პარტიებიც.
„ქართულ ოცნებას“ რამდენად წაართმევს ხმებს გიორგი გახარია და მისი გუნდი?
- ახალი პარტიების გაჩენა მოქმედებს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. ეჭვი მეპარება, რომ მმართველმა გუნდმა 43% აიღოს. სამი „ვეშაპის“ ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ ძლივს შეძლო იმის მიღწევა, რასაც მიაღწია. აიღო 48%, თუმცა, ჩავთვალოთ, რომ მიიღო 43%. ეს იმის ფონზე, რომ მას ჰყავდა სამი პოლიტიკური გიგანტი - ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და კახა კალაძე. ეს სამივე „ვეშაპი“ „ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად ეცლება.
კახა კალაძე, დიდი ალბათობით, ელოდება ყრილობას. ასევე, კახიშვილი, რომელიც ყველაზე პოპულარული და რეიტინგულია, მისი „ოცნებიდან“ გასვლა, სერიოზულ ზიანს მიაყებს მმართველ გუნდს. ყველაზე არაპოპულარული ფიგურები დარჩნენ „ოცნებაში“.
ყველაზე რეიტინგული ფიგურა „ქართულ ოცნებაში“ არის ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ დანარჩენი, ვინ დარჩა რეიტინგული სახე? - არავინ. თუკი კახიშვილიც წავა, კარგად მეყოლე „ქართულო ოცნებავ“!
რაც შეეხება კალაძის როლს მმართველ გუნდში...
სწორედაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნები მოიგო სამი ვეშაპის მოქმედების შედეგად - ესენი არიან ივანიშვილი, გახარია და კალაძე. ეს დღეს აღარ იმუშავებს.
რამდენად შეიძლება მივიღოთ „ქართული ოცნებიდან“ გიორგი გახარიას სახით „ქართული ოცნება 2“?
- სავსებით შესაძლებელია. „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმ შეიძლება მიიღოს 28%. ასეთი შემადგენლობით და კახა კალაძის გარეშე 43%-ის აღება გამორიცხულია. შედეგად მივიღებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
დღევანდელი საპარლამენტო მმართველობის ფორმა გამორიცხავს გარკვეული პოლიტიკური პარტიების დომინანტობას. მივიღებთ მულტიპოლარულ პარტიულ სისტემას, ძლიერი პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან. „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვთ სერიოზული კრიზისი, მათ შორის საკადრო კრიზისი. ღარიბაშვილიც რომ წავიდეს, ჩამოენგრევათ სახელმწიფო სტრუქტურები. არჩილ თალაკვაძის ბლოკირება მოახდინეს კუჭავათი, ალბათ, გვესმის რა დონის კრიზისია „ქართულ ოცნებაში“. დღეს „ქართული ოცნება“ მაგონებს „ფეოლას“ მუსიკოსების გუნდს.
რამდენად ჩაანაცვლებს მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ გახარიას გუნდი?
- გახარიას გუნდს პოტენციალი გააჩნია. შეიძლება ასევე გამოჩნდეს ვასაძის პოლიტიკური გაერთიანება, ვიხილეთ ასევე ლევან ვასაძის გუნდი. გამოჩნდებიან ასევე სხვა პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც იმოქმედებენ „ქართული ოცნების“ ელექტორატზე.
არადა თავიდან რამხელა სიკეთე გააკეთა(მიშა მოგვაშორა) და მერე თავისივე გაკეთებულს ზედ გადააფსა