„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, კევინ კრამერმა კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.
„ბაიდენის ადმინისტრაცია გერმანიის მცდარ სტრატეგიას ეთანხმება, რომელიც პუტინს ევროპაში ჩვენი მოკავშირეების კონტროლის საშუალებას მისცემს. პუტინის გაზსადენი უნდა შეჩერდეს. ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნულ უსაფრთხოებას ნიშნავს“, - აღნიშნა სენატორმა კევინ კრამერმა.
კევინ კრამერის საკანონმდებლო ინიციატივას 13 „რესპუბლიკელი“ სენატორი შეუერთდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.