აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას დაიცვას თავისი თავი „ჰამასისა“ და ღაზაში მდებარე სხვა ტერორისტული ჯგუფების სარაკეტო თავდასხმებისგან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„მჯერა, რომ პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხოდ ცხოვრებას და თავისუფლებით, კეთილდღეობით და დემოკრატიით სარგებლობას. ჩემი ადმინისტრაცია ამ მიზნის მიასაღწევად გააგრძელებს მშვიდი დიპლომატიის გატარებას. მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა პროგრესის მიღწევისთვის და მე მზად ვარ, ვიმუშაო ამისთვის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დაპირისპირებამ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქის ტრაგიკული სიკვიდილი გამოიწვია, მათ შორის ბავშვების.
„ვუსამძიმრებ პალესტინელებსა და ისრაელელებს, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები და ვუსურვებ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას. აშშ მოწოდებულია, იმუშაოს გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და სათავეში ჩაუდგეს ღაზაში მცხოვრები ხალხის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების ძალისხმევას“, - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.