ენტონი ბლინკენი: მზად ვარ, ნებისმიერ დროს გავემგზავრო ისრაელში

ენტონი ბლინკენი: მზად ვარ, ნებისმიერ დროს გავემგზავრო ისრაელში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მზად არის, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავროს.

„მზად ვარ, ნებისმიერ დროს გავემგზავრო ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში, თუ ეს ძალადობის გადალახვისა და ისრაელელებისა და პალესტინელების ცხოვრების გაუმჯობესების მიზანს დაეხმარება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა დაადასტურა, რომ ისრაელის უშიშროების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება დაამტკიცა.

„მინისტრები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაეთანხმნენ ეგვიპტის ინიციატივას ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.