ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი დაინტერესებულია ამერიკულ სამხედრო ტექნიკაში

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი დაინტერესებულია ამერიკულ სამხედრო ტექნიკაში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი დაინტერესებულია ამერიკულ სამხედრო ტექნიკაში.

„გვსურს ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო დივერსიფიცირება. გვსურს ამერიკულ იარაღზე წვდომა. ადრე ასეთი შესაძლებლობა არ გვქონდა სომხეთთან კონფლიქტის გამო, თუმცა ახლა კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ ამის შესაძლებლობა გვექნება“, - აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

4 მაისს გამოცემა The Hill-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეზღუდვა მოხსნა.

26 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც გამოცემა The Hill-მა მოიპოვა, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევა ძირს არ გამოუთხრის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების ძალისხმევას.

ენტონი ბლინკენი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ძალისხმევის მხარდასაჭერად არის საჭირო.