ღაზის სექტორში 11-დღიანი ოპერაციის შედეგად, ისრაელის არმიამ ტერორისტული დაჯგუფებების 225 წევრი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times Of Israel-ი ისრაელის არმიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდა ამისა, ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ „ჰამასის“ მიწისქვეშა გვირაბები, სარაკეტო დანადგარები და ათობით ობიექტი გაანადგურა.
„ჰამასის“ სარაკეტო დარტყმებს ისრაელში 12 ადამიანი ემსხვერპლა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, კონფლიქტის ესკალაციის შედეგად, 232 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 600-ზე მეტი დაშავდა.
ისრაელმა და „ჰამასმა“ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 20 მაისს გამოაცხადეს.