ისრაელსა და დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შესაძლოა, 21 მაისიდან ამოქმედდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, ეგვიპტის ხელისუფლებამ „ჰამასთან“ მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწია.
ამასთანავე წყაროები აღნიშნავენ, რომ ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლები კერძო საუბრებში აცხადებენ, რომ ისრაელის ხელისუფლება სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევას უახლოვდება.
წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას მიმდინარე კვირაში ელოდება, თუმცა კონკრეტული დღე დადგენილი არ არის.