თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია გმობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე.
„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ჩვენი პრეზიდენტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას. ჩვენი პრეზიდენტის ანტისემიტიზმში დადანაშაულება არაგონივრული და არასწორი მიდგომაა. ჩვენი პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული განცხადება სიცრუეა. ჩვენი პრეზიდენტი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მტკიცე მოწოდებებით გამოვიდა“, - განაცხადა თურქეთის მმართველი პარტიის პრესმდივანმა, ომერ ჩელიქმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ მკაცრად გმობს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტისემიტურ განცხადებებს.