ვის ეკრძალება ტყიდან სოკოს, ასკილის, კენკრის და სხვა ბუნებრივი რესურსის გამოტანა?

ვის ეკრძალება ტყიდან სოკოს, ასკილის, კენკრის და სხვა ბუნებრივი რესურსის გამოტანა?

ტყეში კენკროვანების და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვება დაუშვებელი ხდება. საქმე ეხება ტყის ახალ კოდექსს, რომელიც ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევიდა, თუმცა არ მოქმედებდა, ვინაიდან არ არსებობდა ტყითსარგებლობის წესი. ეს წესი მთავრობამ 2021 წლის 10 მაისს მიიღო და ის უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

აქედან გამომდინარე, ბევრი რამ იცვლება. მაგალითად ის, რომ მოსახლეობა 2023 წლიდან შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის და შეშის შეძენა მხლოოდ ე.წ. საქმიან ეზობეში მოუწევს. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, სამეწარმეო თვaლსაზრისით, ტყიდან კენკრის, სოკოს, ასკილის და სხვა რესურსის გამოტანაც იზღუდება. ამისათვის ნებისმიერ მეწარმეს კონკრეტული მოსაკრებლის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, მათ ასეთი რესურსის შეგროვებას როგორც აქამდე, მომავალშიც ყოველგვარი ნებართვისა და ფასის გადახდის გარეშე შეძლებენ. მიუხედავა ამისა, ახალმა ნორმატიულმა აქტმა მოსახლეობაში მაინც გაურკვევლობა და დაძაბულობა გაომიწვია, რისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური განმარტების გაკეთება მოუწია.

როგორც სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გლეხს, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეეძლება, შევიდეს ტყეში და მაყვალი, ხილ-კენკრა, სოკო, ტყის ნებისმიერი პროდუქტი პირადი სარგებლობისთვის უსასყიდლოდ წამოიღოს.

“ჩვენ არამერქნული რესურსებით კომერციული სარგებლობა დავუშვით, რაც ათწლეულები პრობლემა იყო. დაახლოებით 100-ზე მეტი არამერქნული პროდუქტი არსეობს. ახლა მათი კომერციული მიზნით სარგებლობა დასაშვები ხდება.

გლეხს, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეეძლება, შევიდეს ტყეში და მაყვალი, ხილ-კენკრა, სოკო, ტყის ნებისმიერი პროდუქტი პირადი სარგებლობისთვის უსასყიდლოდ წამოიღოს. მათ კი, ვისაც კომერციალიზაცია სურს, უნდათ, მეწარმეობა ჰქონდეთ და სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდნენ, ეძლევათ საშუალება, სატყეო სამსახურებიდან, გარკვეული პირობებით 1-წლიანი სეზონური მოპოვების ნებართვა აიღონ. გადაიხადონ თუნდაც ის სიმბოლური მოსაკრებელი, რაც მომდევნო თვეებში პარლამენტში ინიცირდება. ამის შემდეგ კი დაამზადონ და მოახდინონ რეალიზაცია. მაგალითად, მოცვის, ასკილის”, - განაცხადა ამირგულაშვილმა.

ცალკე განმარტება მოუწია ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტს ნინო ზამბახიძესაც. მან ტყითსარგებლობის ახალ წესთან დაკავშირებით მიმართვა გამოაქვეყნა:

„ვხვდები რომ კომუნიკაცია კვლავ პრობლემაა, თუმცა არც ჩვენ ვაკლებთ, როცა ან არ გვინდა, რომ სწორად გავიგოთ ან უბრალოდ, არ გვესმის. არსებული ცვლილებით არამერქნული რესურსით კომერციული საქმიანობა დაიშვა, რაც ახალი რეგულაციის მიღებამდე, აკრძალული იყო. არ არსებობდა მისი მოპოვების ლეგალური გზა, რის გამოც, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ კანონიერი ბიზნესი ეწარმოებინათ, განეხორციელებინათ რეალიზაცია, მათ შორის, ექსპორტი, რაც დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ახალი „ტყითსარგებლობის წესით“, კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება გაიცემა იურიდიულ პირებზე. განაცხადის საფუძველზე მიიღებენ ერთწლიან ლიცენზიას, მოპოვების უფლების მქონე პირი ვალდებული იქნება წლის ბოლოს წარადგინოს ანგარიში მოპოვებული რესურსის შესახებ და გადაიხადოს ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლები“, - წერს ნინო ზამბახიძე.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება.