თვითმმართველობის არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, უფრო და უფრო საინტერესო ხდება თბილისის მერობის კანდიდატთა ვინაობა. წინასაარჩევნო კამპანია არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ დაუწყია, ამიტომ კანდიდატების ვინაობაც გასაიდუმლოებული რჩება. კანდიდატების დასახელებამდე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალ-ახალი პოლიტიკური მოძრაობები ჩნდება. მათ შორის არის გია გაჩეჩილაძის (უცნობის) მიერ დაარსებული მოძრაობა „აი ია“.
მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას „აი ია“, ეყოლება თუ არა საკუთარი კანდიდატი თუ ლევან ვასაძესთან ან გიორგი გახარიასთან გაერთიანდება, for.ge-ს ამ კითხვებს, მოძრაობის წევრი ვატო შაქარიშვილი პასუხობს.
თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და თქვენი ორგანიზაცია „აი ია“ არჩევნებში თუ მიიღებს მონაწილეობას?
- როგორც ასეთი, ჩვენი მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში, სამწუხაროდ, არ იკვეთება ის პოლიტიკური ჯგუფები თუ ინდივიდები, ვის მხარდაჭერასაც ვაპირებთ. ალბათ, უახლოეს მომავალში პოლიტიკური სურათი გამოიკვეთება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია გვექნება, აქტიურად ვიქნებით საზოგადოებრივ ნაწილში ჩართულნი, მაგრამ უშუალოდ მონაწილეობასა და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან კონკურენციაში შესვლას ჩვენი მოძრაობა არ გეგმავს.
გასაგებია, რომ თქვენი ორგანიზაცია არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ გია გაჩაჩილაძემ (უცნობმა) დამოუკიდებლად იყაროს კენჭი?
- ნამდვილად, მე სხვის ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ მას არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს. ის საკუთარი ტელევიზიის და მოძრაობის მეშვეობით საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აპირებს იყოს ჩართული და ამ კუთხით ჰქონდეს პოლიტიკური ზეგავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. როგორც მე ვიცი და მას არაერთხელ დაუდასტურებია, ის არ აპირებს პოლიტიკურ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მიღებას.
პოლიტიკურ ველზე გააქტიურდა და სამოქალაქო მოძრაობა ჩამოაყალიბა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, მასთან თუ ითანამშრომლებთ?
- არ ვიცი, რადგან თავად, ლევან ვასაძემაც სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ. მას საკუთარი პოლიტიკური გზა აქვს, ამიტომ ჩვენ მასთან არანაირი კონტაქტი და კავშირი არ გაგვაჩნია.
საინტერესოა როგორ შეაფასებდით ნიკა მელიას განცხადებას, რომ თუ ოპოზიციას თბილისში თვითმმართველობის არჩევნების დროს არ ეყოლება საერთო კანდიდატი, მაშინ თბილისის ათივე ოლქს „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოიგებს?
- ცხადია, ნიკა მელიას ვერც ერთ განცხადებაში ვერ დავეთანხმები და ჩემთვის მისი განცხადებები საინტერესოც არაა. მელია ქუჩის ხულიგანია და მისი ანალიტიკა საინტერესო არაა. მელია ვისაც ოპოზიციას ეძახის, ჩემთვის ოპოზიცია არაა. ის ოპოზიცია, რომელზეც მელია საუბრობს, არის ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალა, რომელსაც ერთადერთი სურვილი აქვს - რევანშისა და დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა ვაშაძესა და მელიას თვითმმართველობის არჩევნებში საერთო კანდიდატი ეყოლება თუ არა. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პირიქით, საზოგადოება მოწოდებულია იმისკენ, რომ დესტრუქციული ძალებისგან გათავისუფლდეს.
თქვენ ოპოზიციას ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილს უწოდებთ. თუმცა, პოლიტიკურ ასპარეზზე ლევან ვასაძის გარდა გამოჩნდა ექს-პრემიერი გიორგი გახარია. მას აღიქვამთ პოლიტიკაში მესამე ძალად?
- ყველა კვლევებით დასტურდება, რომ გიორგი გახარია საზოგადოებაში რეიტინგით სარგებლობს. თუმცა, რა იქნება ჯერ ვერ გეტყვით, რადგან ის ჯერ საზოგადოების წინაშე არ წარმდგარა, ამიტომ არც მისი პოზიცია ვიცით, არც მისი ხედვები ვიცით, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში. ამ ეტაპზე გახარიას შესახებ არაფერი ვიცით, გარდა იმისა, რომ გარკვეულ ვითარებაში „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა. შესაბამისად, თუ ადამიანი არ გამოჩნდა და გუნდი არ წარადგინა, შეფასება რთული იქნება. როდესაც საზოგადოების წინაშე წარსდგება, შემდეგ ყველაფერს დრო გამოაჩენს.
ფაქტია, ამ ეტაპზე ჯერ არშექმნილ ორგანიზაციას, საკმაოდ დიდი დაინტერესება აქვს. ეს ობიექტურიც არის, იმიტომ რომ საზოგადოება ახლის ძიებაშია.
თქვენივე სიტყვებიდან გამომდინარე შეგეკითხებით, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნება“ დატოვა და თავის დროზე ამ პარტიიდან თქვენც წამოხვედით. ამიტომ შესაძლოა, რომ საერთო ინტერესები გაგიჩნდეთ და მის გვერდით აღმოჩნდეთ?
- ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს გიორგი გახარია რას აპირებს. არ ვიცი, რა გუნდთან ერთად მოდის. ჩემთვის მთავარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში ყოფნას როგორ აფასებს. ის საკმაოდ დიდი ხანი მაღალ თანამდებობებზე იყო. შესაბამისად, საინტერესოა გიორგი გახარია პრიორიტეტად რას გამოარჩევს, ყველაზე სერიოზულ პრობლემად რას დაასახელებს. ბევრი რამეა, რაც ჩემთვის საინტერესოა. მისი პიროვნება და მისი პოლიტიკაში დაბრუნება მიუღებელი არაა.
,,ნაცებს ქართველი ხალხის სისხლი წურწურით გასდისო,, ,.......................................... წურწურითო
იდეალური ნათქვამია...... იდეალური