დავით კირკიტაძე: ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამნისტიას, მიგვაჩნია, რომ ეს არასწორი აქტია

დავით კირკიტაძე: ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამნისტიას, მიგვაჩნია, რომ ეს არასწორი აქტია

ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამნისტიას, მიგვაჩნია, რომ ეს არასწორი აქტია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტში შესულ ამნისტიის კანონპროექტზე განაცხადა.

„არ შეიძლება ინდულგენცია ან პატიება მიიღონ ადამიანებმა, რომლებმაც 20 ივნისს თვალები დათხარეს და ბრძანება გასცეს, რომ პატრიოტი ადამიანები დაერბიათ. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით უცვლელია“, - აცხადებს კირკიტაძე.

რას გულისხმობს ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი. დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე.

პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული - ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.