ცოტნე ანანიძე: პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს

ცოტნე ანანიძე: პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, რადიკალური ოპოზიციის გეგმებს აფასებს.

როგორც ის აღნიშნავს, პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს, ამავდროულად კი ამბობს, რომ 3 ოქტომბერს "ქართული ოცნება" წავა, რითაც დასტურდება, რომ ოპოზიციამ თავად არ იცის, რას აკეთებს.

"პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს - 3 ოქტომბერს ოცნება წავაო. კიდევ ერთხელ დასტურდება, ის რომ - რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან." - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.