მასმედიის ნაწილი აშუქებს, თითქოს ორ მხარეს შორის დაპირისპირებაა, ამ დროს ანტიკანონიკური მოქმედებებია ერთი მუჭა ამბოხებული სასულიერო პირების მხრიდან, რომლებიც პატრიარქს აგინებენ

მასმედიის ნაწილი აშუქებს, თითქოს ორ მხარეს შორის დაპირისპირებაა, ამ დროს ანტიკანონიკური მოქმედებებია ერთი მუჭა ამბოხებული სასულიერო პირების მხრიდან, რომლებიც პატრიარქს აგინებენ

მასმედიის გარკვეული ნაწილი აშუქებს, რომ თითქოს ეს არის ორ მხარეს შორის დაპირისპირება - ამ დროს არის ანტიკანონიკური მოქმედებები ერთი მუჭა ამბოხებული სასულიერო პირების მხრიდან, რომლებიც პატრიარქს აგინებენ, რომელთა ლიდერიც სინოდმა მსახურებიდან გაიყვანა და ამ ეპარქიის მართველობიდან გადააყენა - ასე უპასუხა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ჟურნალისტს კითხვაზე, როგორ აპირებს ვითარების დარეგულირებას, რაც ეპარქიაში ხდება.

"თქვენ აჩვენებთ, რომ თითქოს დაპირისპირება არის ორ მხარეს შორის. ამ დროს არის ანტიკანონიკური მოქმედებები ერთი მუჭა ამბოხებული სასულიერო პირების მხირდან, რომლებიც პატრიარქს აგინებენ, რომელთა ლიდერიც სინოდმა მსახურებიდან გაიყვანა და ამ ეპარქიის მართველობიდან გადააყენა. ეს ადამიანები ცდილობენ თქვენი გამოყენებით შექმნან დამოკიდებულება თითქოს კონფლიქტი არის ორ მხარეს შორის. სინამდვილეში ამ სიტუაციაში არის ანტიკანონიკური მოქმედებები განდგომილი ამბოხებული სასულიერო პირებისა და ეკლესიის კანონიკური მოქმედება, რომელსაც მასმედიის გარკვეული ნაწილი, აშუქებს თითქოს ეს არის ორ მხარეს შორის დაპირისპირება" , - განაცხადა მეუფე სტეფანემ.