კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, კორონავირუსის შიშის მიუხედავად, საჭიროა ცხოვრების გაგრძელება.
„კმაყოფილი ვარ იმ რეალობით, რომ ხალხი საკმაოდ ფრთხილად იქცევა, ალბათ, ცოტათიც კი ეშინიათ იმის, თუ რა შეიძლება მოიტანოს ამ ვირუსმა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამავე დროს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, რადგან სამუდამოდ ვერ ჩავიკეტებით. ამ შიშის მიუხედავად, გადატვირთვის გზა უნდა ვიპოვოთ", - აღნიშნა კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
დევიდ ნაბარომ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია სოციალური დისტანცირებისა და პირბადის გამოყენების გაგრძელება.
„ერთი მხრივ, საშიში ვირუსი გვაქვს, მეორე მხრივ, უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, რადგან ცხოვრება ვერ გაგრძელდება იმ შეზღუდვებით, რაც ხალხს აქამდე ჰქონდა. ამ შუალედის პოვნა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ვირუსის მუდმივ საფრთხესთან ერთად, მნიშვნელოვანი ფაქტორია", - განაცხადა კორონავირუსის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა.