ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და მეუფე ანტონს შორის მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა.
როგორც მეუფემ განაცხადა, იგი ყოველგვარ ძალადობას გმობს. მისი თქმით, ინცინდენტს „ცოტა პროვოკაციული ელფერი ჰქონდა“.
„ძალადობა ყოვლად დასაგმობია, ეს ლამაზი არ იყო. დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს.
საერთოდ, რაც ხდება ბოლო პერიოდში, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია. ერთი რამ გასათვალისწინებელია, ამ ყველაფერს ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს. თუნდაც გარეჯის ინციდენტს გამოვეხმაურები. თქვენ იცით, ბატონი მელაშვილი მყავს მხედველობაში - არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე და იქნება აუარებელი ჩასული მომლოცველი. ცხადია, შენი ხელის მოწერის შემდეგ, იმ კომისიის, როგორც თავმჯდომარის, სალოცავში აღარ უშვებენ მომლოცველებს, მოძღვრებს და ჩადიხარ ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის მედიასთან ერთად და იცით, რომ უსიამოვნება მოჰყვებოდა, ამასაც პროვოკაციის ელფერი გასდევს.
რაც შეეხება ჭყონდიდის ეპარქიას, აქ ჩართულია სინოდი. სინოდის სრული მხარდაჭერა აქვს მეუფე სტეფანეს",- აცხადებს მეუფე დიმიტრი.