„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე კანონპროექტის მომზადება რეალურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ეს პიარისთვის არ უნდა გაკეთდეს.
„ამ პროცესში მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ამას რეალური შინაარსი ჰქონდეს და არ იყოს უბრალოდ პიარსვლა, რომ ჩვენ რაღაცას ვხმაურობთ. საკმარისად ვიხმაურეთ. ახლა დროა, შედეგებს მივაღწიოთ. ამ პრინციპის გათვალისწინების შემთხვევაში, გიორგი ვაშაძეს მხარს დავუჭერ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული ცვლილებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და გეგმავს, საკანონმდებლო ორგანოში ახალი პროექტი წარადგინოს.