„უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ამნისტიის ობიექტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პარლამენტს ამნისტიის შესახებ პროექტს კარნახობს“

„უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ამნისტიის ობიექტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პარლამენტს ამნისტიის შესახებ პროექტს კარნახობს“

ოპოზიციის წარმოამდგენლები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. შეხვედრისას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები და ნიკა მელიას ამნისტიის საკითხი განიხილებოდა. პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულ ოპოზიციას იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

„შეხვედრის შემდეგ მოლოდინი გამიჩნდა, რომ ვეტო შესაძლებელია იყოს, ოღონდ ვეტოს მოყვება ასევე ის ალტერნატიული წინადადები, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ამნისტირებასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტთან თანხვედრა აქვთ.

„ამნისტიაში ნიკა მელიაზე ჩანაწერთან დაკავშირებით, ვფიქრობ, თანხვედრა გვაქვს პრეზიდენტთან, ამაზე ერთობლივად ვიმუშავეთ, რომ არ დავამძიმოთ ისედაც მძიმე გარემო. ჯერ პოზიცია არც ერთ საკითხთან არ დაუფიქსირებია ზურაბიშვილს, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა თვითონ ამნისტიის კანონში. ამიტომ ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავარეგულიროთ ეს პროცესი და მივიღოთ ის ამნისტიის კანონი, რომლითაც ნიკა მელიას გავათავისუფლებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს უჭირს თქმა ვეტო გამოსაყენებელია თუ არა. მისივე თქმით, ამინისტიასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი შარლ მიშელის დოკუმენტის ჩარჩოს არ გასცდება.

„იურიდიულ საკითხებში უფრო გარკვეული ადამიანის მოსაზრებაა საჭირო, ამიტომ მიჭირს თქმა, ვეტო გამოსაყენებელია თუ არა. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია ოპოზიციონირებას აგრძელებს და უნდა, რომ პროცესებზე გავლენა მოიპოვოს. თუ ეს მათი პოლიტიკური მიზანია, შეიძლება ვეტოს საკითხი იყოს წამოყენებული, მაგრამ თუ იურიდიული საკითხებია წამოყენებული, რაც არაა გასაკვირი, მაშინ, ალბათ, ვეტოს გამოყენება საქმეს წაადგება.

პრეზიდენტის მასპინძლობით ხდებოდა ხელმოწერა მიშელის დოკუმენტზე. სალომე ზურაბიშვილი მაქსიმალურად ეცდება დარჩეს მიშელის დოკუმენტის ჩარჩოებში და ამ შემთხვევაში მიშელის მხარეს დადგება სალომე ზურაბიშვილი“, - განუცხადა for.ge-ს რამაზ საყვარელიძემ.

გიორგი ვაშაძეს ეთანხმება პარტია „მოქალაქის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილიც და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოზე ფიქრობს - ვისურვებდი, რომ მან პროექტს ვეტო დაადოს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე სალომე ზურაბიშვილის თხოვს, რომ „ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადოს.

„ვთხოვეთ, პრეზიდენტს ვეტო დაადოს ამ კანონს და ამ ცვლილების გადახედვა მოხდეს. ქალბატონმა სალომემ გაითვალისწინა ეს შეშფოთება, როგორც ოპოზიციური პარტიის, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მას ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან. ვისაუბრეთ ამ კონკრეტულ ცვლილებებზე და შესაძლებლობებზე. მე არ მაქვს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, კიდევ რა დამატებითი შეხვედრები ექნება მას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ის შეხვდა ოპოზიციურ პარტიებს და მოუსმინა მათ. ახლაც და მომავალშიც „ქართულმა ოცნებამ“ არ გადადგას მსგავსი ნაბიჯები და ასეთი დაჩქარებული წესით, დისკუსიის და ჩართულობის გარეშე არ მიიღოს ცვლილებები კანონში“, - განუცხადა ჟურნალისტებს სამნიძემ.

ექსპერტი გია აბაშიძე for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ პრეზიდეტი აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს, მას უმრავლესობა დაძლევს, როგორც ეს წინა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პერიოდში ხდებოდა.

„ცხადია, მიჭირს პოლიტიკურად განჭვრეტა, თუ რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი, ეს მისი გადასაწყვეტია, ისევე როგორც აქამდე. მან ურთულესი გადაწყვეტილებები მიიღო წინაარმდეგობებით აღსავსე შეწყალებებთან დაკავშირებით,

თუმცა ერთია პრეზიდენტის ვეტო, მეორეა როდესაც ამ ვეტოს დაძლევს უმრავლესობა. ჩვენ მსგავსი რამ წინა პრეზიდენტის დროსაც გვინახავს, როდესაც მისი ვეტო უმრავლესობას დაუძლევია.

პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რაღაცას არ ეთანხმება და ვეტო უნდა დაადოს, ეს მისი გადასაწყვეტია და ასეთი რაღაცეები ევროპის ორპალატიან პარლამენტშიც ხდება. ამის მიუხდავად, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი პრეზიდენტს „ოცნების“ დეპუტატად მიიჩნევს. ვფიქრობ, როდესაც ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება არის, შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს, შეიძლება რაღაცას ვეტო დაედოს და შეიძლება ახლად დაიწეროს კანონპროექტი - ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რადგან ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრებაა. მაგალითად, ისრაელში მოქმედმა პრემერმა კოალიციური მთავრობა ვერ შეკრიბა და სხვა პარტიის ლიდერს დაავალეს მთავრობის ჩამოყალიბება. უბრალოდ, ჩვენთან ყველაფრის უტრირება, გაზვიადება და დრამატიზაცია უყვართ. თუმცა, პრეზდეტ ზურაბიშვილმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა და როგორ მოხდება“, - გვითხრა გია აბაშიძემ.

მისივე თქმით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ამნისტიის ობიექტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პარლამენტს ამნისტიის შესახებ პროექტს კარნახობს.

„რაც შეეხება ამნისტიას, უპრეცედენტოა რაც საქართველოში ხდება, როდესაც ამინისტიის ობიექტი საკანონმდებლო ორგანოს თავის პირობებს კარნახობს, თუ როგორი უნდა იყოს ამნისტიის პროექტი. გასაგებია, რომ ნიკა მელია მძიმე საქმეშია ეჭვმიტანილი და ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა, თუმცაღა, მისი გადასაწყვეტი არაა პარლამენტი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც მთავარია, პარლამენტი იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია აღნიშნული, რომ 20 ივნისის ღამის ყველა მონაწილის ამნისტირება უნდა მოხდეს. ახლა, როდესაც ოპოზიციის მხრიდან ამ დოკუმენტის ძალიან მახინჯ ინტერპრეტაციას ვხედავთ, ისინი ან პოლიტიკურად უვიცნი არიან, ან ეწინააღმდეგებიან ევროპული დოკუმენტის სულისკვეთებას“ - განუცხადა for.ge-ს გია აბაშიძემ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით ორი კანონპროექტი მიიღო.

პირველი კანონპროექტით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადები ახლებურად განისაზღვრა. კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, სასამართლოს წარედგინება. მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, აღნიშნული ვადა შესაძლოა, გახანგრძლივდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი დაკავების ვადის გახანგძლივების მიზანშეწონილობას წერილობით ასაბუთებს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში სასამართლოს არ წარედგინა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

გარდა ამისა, პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების გადაწყვეტილებაც მიიღო.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს მე-2 ნაწილი დაემატა, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5-დღიდან 15 დღემდე ვადით.

ამავე პროექტით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღიდან 15 დღემდე ვადით.

trampi რატომ არიან ეს ოცნების კომსომოლები ესეთი დებილები, რატომ???
მიშას დროს დაჩი ცაგურიას, ამ დეგენერატ ჩხარტიშვილს -(ეხლა რომ ნათელაშვილის ფანჩატურში ზის ხოლმე) და მესამე იყო კიდევ, დამავიწყდა იმ ბიჭის გვარი................პარლამენტის წინ ფანტანთან, (დაჟე უფრო აქეთ გზისკენ)) ასე თქვათ მხოლოდ ტრანსპარანტის გაშლის გამო, ნაცებმა სუ თავპირი დაამტვრიეს (ვიმეორებ სამი კაცი, მხოლოდ ტრანსპარატი გაშალეს) ........ ისინი მერე ეგრე ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს და ერთი კვირა იქ აყუყრყუტეს
ხოოოდა თუ იმათგან ტრანსპარანტის გაშლაც კი არ შეიძლებოდა. ამათგან პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა დემოკრატია იყოოოო ??
გამოვიდა მაშინ კუბლაშვილი (მიშასთვის კანონებს რომ აცხობდა და აცხობდა) და თათარიახლად ახალ გამომცხვარი კანონი გვამცნო....(დააახლოებით შინააარსი ასეთი იყო).......სახელწიფო ადმინისტარაციულ შენობებთან 25 მეტრზე ახლოს მისვლა, სასტიკად აკრძალულია და დასჯადიაო.....
თან მინაშვილი კვერს უკრავდა---- მაგათ ადმინსტრაციული კანონი დააარღვიესო...
სხვათაშორის მერე ეგ ბიჭები პოლიციის ქალაქის სამმართველოში რო ყავდათ გამოკეტილები დიღომში, თან რომ სცემდნენ,.... სწორედ მაშინ იყო (6 მაისს) გრეჩიხამ რუსთაველიდან ხალხი რომ იქით წაგვიყვანა, სწორედ მაშინ იყო იმ ეგრეთ წოდებული (25 მეტრი)კანონის საფუძველზე, ღობეზე გადაძრომისთვის გრეჩიხა რომ კინაღამ მიასიკვდილეს და ხალხს კიდევ ტყვიებით თვალები რო დასთხარეს...
.ყველას გვახსოვს ეს ამბები,
........................... მაგრამ რატო ეს დებილი ოცნების ხალხი მაშინდელ იმ ამბებს, ნაცებს ან ამ ე.წ მეგობრებს არ გააახსენებენ??და რამდენი მაგეთი??
მიტინგებიდან მიმავალ ხალხს, კოლმეურნეობის მოედანზე რომ იტაცებდნენ და მერე გომბორის ტყეში ყრიდნენ??
ან თვითონ ზურაბიშვილი არ იყოოო..... თვითონ მაგას დილის 6 საათზე კოდუა რომ ნაგვის მანქანებით და დამლაგებლებით დაერიაააა??
ან 2010 წლის 26 მაისს ორხევიდან ქვების სროლით პარავოზით რომ გამოგვეკიდნენ??(პარდონ ელმავალითი--ისე კი ერთი ჩორტია )
და კიდე რომელ ერთი მოვყვე??
ან 2011 წლის 26 მაისი ამ დეგენერატი ბურჯანაძის მიტინგი???

და ამ ამბებს გააახსენებენ კი არა, ყველა ჩათლახს სუ პირში უნდა სჩრიდნენ და თხრიდენ . მაგრამ ვინ იზამს ამას??
იმ ნაფრონტალი ხალხიდან, ვისაც ეგ ამბები გადახდათ, ვისაც იმ ყველაფერზე გული შესტკივა, ოცნებაში აღარ არიან და აბა ვინ რაღას იტყვის??
ეს კომსომოლები კიდევ რამეს იტყვიაააან? კიტრზე არა ჰკიდიააათ ჩემნაირების მაშინდელი ცემააა??
ხოოდა ამ ე.წ. ახალ ადმინისტრაციულ კანონში ჯარიმა არ შეიძლება და ნაცების მაშინდელი ტაშფანდური რატო შეიძლებოდა?
რატო ეს ნაძირალები მაშინ ხმას არ იღებდნენ ......რა მასინ დემოკრატიააა ჩუხჩუხებდააააა
და ეხლა ირღვევაააა?
უუხ ................ თქვენი დემოკრატია ქუნემ თანაც ამერიკულად
არადა მე სუ ფანჯარაში ვიყურები....... მაგრამ არა რააა, .... არა
3 წლის უკან