აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ევროკავშირის 8 მოქალაქის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.
„ვუერთდებით ევროკავშირის ლიდერებს და ვგმობთ კრემლის მიერ დაწესებულ აკრძალვას ევროკავშირის 8 ოფიციალური პირის რუსეთში შესვლის თაობაზე. ეს მოსკოვის მხრიდან კრიტიკოსების დაშინების კიდევ ერთი მცდელობაა. პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები ს დამყარება გვსურს, მაგრამ მოსკოვმა პატივი უნდა სცეს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს“, - წერს ბლინკენი Twitter-ზე.
რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ არალეგიტიმური ცალმხრივი სანქციების პოლიტიკას განაგრძობს. ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში კიდევ 7 პირი შეიყვანა, მათ შორის ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი, იორგ რაუპახი.