ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები სამხედრო ძალების უკან დახევაზე შეთანხმდნენ

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები სამხედრო ძალების უკან დახევაზე შეთანხმდნენ

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტები სამხედრო ძალების უკან დახევაზე შეთანხმდნენ. ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაჰმონსა და ყირგიზეთის ლიდერ, სადირ ჟაპაროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის საზღვარზე არსებული სიტუაციის ნორმალიზაციის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯების შესრულებაზე იმსჯელეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ და სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების შესახებ შეთანხმებების შესრულებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ საკითხზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

29 აპრილს ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. 28 აპრილს ტაჯიკური მხარე ელექტროგადამცემ ბოძებზე სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟებას ცდილობდა, რასაც ყირგიზეთის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.